reportiori.ge - უკრაინის პრემიერ-მინისტრი: ევროსაბჭოდან რუსეთისკენ შემობრუბენა გვაიძულეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 08:41
მსოფლიო
უკრაინის პრემიერ-მინისტრი: ევროსაბჭოდან რუსეთისკენ შემობრუბენა გვაიძულეს
15 ნოემბერი, 2013. 13:27

სააგენტო „მედიარუპორი" უკრაინის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლაის აზაროვის განცხადებებს ავრცელებს, რომლის თანახმადაც, უკრაინა ვილნიუსის სამიტზე  თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელს არ მოაწერს და რუსეთთან ვაჭრობის აღდგენაზე იზრუნებს.

 

„უკრაინას არ შეუძლია უარი თქვას რუსეთთან ურთიერთობაზე, ამ შემთხვევაში დანაკარგის კომპენსირების წყაროები არ არსებობს", - აცხადებს უკრაინის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლაი აზაროვი 13 ნოემბრის სამთავრობო სხდომაზე.

 

„მინდა, რომ ყველა უკრაინის მოქალაქემ გააცნობიერის: ჩვენ არავინ შემოგვთავაზებს რუსეთის ბაზრის დაკარგვის შემთხვევაში კომპენსაციას. ხოლო, ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ უკრაინის მოსახლეობა ხელფასისა და პენსიის გარეშე დარჩეს", - განაცხადა აზაროვმა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა კიევის  ნომერ პირველი ამოცანაა.

 

„მე და ვიქტორ იანუკოვიჩს რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების შესახებ სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან ცხარე კამათი გვქონდა. მთავრობის წარმომადგენლები ძალიან შეშფოთებულები არიან სამუშაო ადგილების დაკარგვის თაობაზე. ეს ყველაფერი უკრაინის ეკონომიკაზე ძალიან ცუდად აისახება... შეიძლება ითქვას, რომ რუსეთთან სავაჭრო  ურთიერთობის ჩამოყალიბება ეკონომიკის სექტორის პირდაპირი მითითებაა", - აცხადებს აზაროვი.

პრემიერის განცხადებით, იანუკოვიჩმა მთავრობას რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის აღდგენის დაჩაქარება უბრძანა.

„ჩვენ უნდა დავაჩქაროთ საბაჟო და ტექნიკური რეგლამენტების ჰარმონიზაცია, განვახორციელოთ რუსეთ-უკრაინის ეკონომიკური შეთანხმების ინვენტარიზაცია", - განაცხადა იანუკოვიჩმა.

ИА REGNUM -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ხელმძღვანელობა ვილნიუსუს სამიტზე, თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე მოლაპარაკებებს არ დაესწრება", - აღნიშნავს სააგენტო.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016