დღეს როინ მეტრეველი 76 წლის გახდა!
გამოჩენილი მეცნიერი!
გამორჩეული რექტორი!
მადლიერი მოწაფე ღირსეული პროფესურისა!
სამაგალითო მასწავლებელი და აღმზრდელი ახალგაზრდა მეცნიერ-მკვლევარებისა!
"ქართული ენციკლოპედიის" ერთერთი მთავარი მესაძირკვლე!
თაობის ერთერთი ლიდერი და მოამაგე!
აღარაფერს ვამბობ მასზე, როგორც შვილზე, მეუღლეზე, მამაზე , ბაბუაზე და პაპაზე: შინაურები წერენ ფბ-ზე, გულწრფელად, სიყვარულით!
ბევრი რამ გადაიტანა. წარმატებაც და... დევნაც! სიყვარულიც და უსამართლო "ბწკენებიც"!.. ზოგმა სახელიც კი გაითქვა მისი "მოფერებით". ძალიან უნდათ და შევლენ კიდეც "ისტორიაში", როგორც... კაცუნები!!!!
როინ მეტრეველი კი ისე, როგორც ყველა სიტუაციაში იყო, არის და კვლავაც დარჩება დიდ კაცად, ჭეშმარიტ რაინდად, სულგრძელობისა და კეთილშობილების მაგალითად!
ბედნიერი ვარ რომ ვეკუთვნი მის უახლოეს მეგობართა წრეს!
ჩვენიანების სახელით მადლობა მას 50-წლიანი უღალატო მეგობრობისთვის!!!!
მადლობა იმ ღვაწლისთვის რაც მან დასდო ქვეყანას, თაობებს, ქართულ ისტორიულ მეცნიერებას, დედაუნივერსიტეტს და "ქართულ ენციკლოპედიას"!
დღეგრძელობა!!!!