reportiori.ge - მეცნიერების მტკიცებით, ქალისა და კაცის ტვინს შორის განსხვავება არ არსებობს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:36
სხვადასხვა
მეცნიერების მტკიცებით, ქალისა და კაცის ტვინს შორის განსხვავება არ არსებობს
ავტორი:
08 დეკემბერი, 2015. 02:28


ქალისა და მამაკაცის თავის ტვინის შედარებამ აჩვენა, რომ მნიშნელოვანი განსხვავება სქესებს შორის არაა.


ებრაელი მეცნიერების ჯგუფმა თელ-ავივის უნივერსიტეტიდან დაფნი ჯოელის ხელმძღვანელობით, დაახლოებით 1400 ადამიანის თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრამა ჩაატარა. მიღებული მონაცემები 4 კატეგორიად დაყვეს.


მეცნიერებმა ტვინის სხვადასხვა ნაწილები შეისწავლეს და განსაზღვრეს სქესზე დამოკიდებულება. შედეგად, დააგდინეს თუ რამდენადაა წარმოდგენილი „კაცური" და „ქალური"  მახასიათებლები კვლევის ობიექტებში.


მონაცემების დამუშავების შედეგად, აღმოჩნდა, რომ კვლევის მონაწილეთა 23-53%-ის ტვინს მინიმუმ ერთი „კაცური" და ერთი „ქალური" სეგმენტი ჰქონდა. სრულიად „კაცური" ან სრულიად „ქალური" თავის ტვინი მონაწილეთა მხოლოდ 0-8%-ს აღმოაჩნდა. მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანის თავის ტვინი წარმოადგენს ორივე სქესის თვისებების ერთგვარ მოზაიკას და შუალედურია საერთო თვისებებში, რაც შეუძლებელს ხდის წმინდა „კაცური" ან „ქალური" ტვინის განსაზღვრას.


თანამედროვე ფსიქოლოგიაში მტკიცედაა ფესვგადგმული გენდერული განსხვავება ტვინის აქტივობის დონეზე. მაგალითად, ხშირად წარმოსახავენ კონტრასტს  „ქალურ ემოციურობასა" და „კაცურ გონივრულობას" შორის, რითაც საზოგადოების მიერ ტვინის აგებულების შესახებ არსებული ფაქტების იგნორირება ხდება.


წყარო



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016