reportiori.ge - თბილისში სლოვაკური კინოს დღეები გაიხსნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:06
კულტურა
თბილისში სლოვაკური კინოს დღეები გაიხსნა
15 ნოემბერი, 2013. 15:20

17 ნოემბრის ჩათვლით, კინოთეატრ ამირანის" მცირე დარბაზი  თბილისში სლოვაკური კინოს დღეებს მასპინძლობს, სახელწოდებით „Made in Slovakia". კინოს დღეების ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული კინოცენტრი და სლოვაკეთის კინოინსტიტუტი.


როგორც, ეროვნულ კინოცენტრში აცხადებენ, თბილისში გამართული კინოს დღეების მიზანია, სლოვაკური ფილმების პოპულარიზაცია საქართველოში და ემყარება ეროვნული კინოცენტრისა და სლოვაკეთის კინოინსტიტუტის მრავალწლიან თანამშრომლობას.


„რეპორტიორი" საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ექსპორტის და დისტრიბუციის დეპარტამენტის უფროს  დავით ვასაძეს ესაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სამი დღის განმავლობაში, თბილისში ქართულ აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება გაეცნოს როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე სლოვაკურ კინემატოგრაფს. ექვს და რვა საათზე დღეში ორი სეანსი გაიმართება.


„ჩვენ ვცდილობთ, რომ წელიწადში ორი ფესტივალი მაინც გავაკეთოთ - უცხოური ქვეყნის ფოკუსი საქართველოში და იმ ქვეყნების ფილმები ვაჩვენოთ, რომლებიც იშვიათად შემოდის. წელს ასევე გვქონდა მაკედონიური კინოს დღეები, ახლა გვაქვს სლოვაკური კინოს დღეები. კინოს საერთაშორისო ორგანიზაციებში ამ ქვეყნებთან საკმაოდ მჭიდრო კავშირი გვაქვს", - განაცხადა „რეპორტიორთან" საუბარში დავით ვაშაძემ.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ გასულ წელს საქართველოს კინოს დღეები ბრატისლავაში გაიმართა და ქართული კინოს დღეები უფრო ხშირად საზღვარგარეთ იმართება.


„თანამედროვე ქართული კინო ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ წარმატებულია საერთაშორისო ფესტივალებზე, ამიტომ დიდი ინტერესიც არის. 23-27 ნოემბრის ჩათვლით, კიევში გაიმართება საკმაოდ ფართომასშტაბიანი ქართული კინოს დღეები, ასევე ლიტვაში იქნება დეკემბერში და მერე თებერვალში რომიდან არის შემოთავაზება", - აღნიშნა დავით ვაშაძემ.

 

15 ნოემბერი, 18:00

ნორმალიზაცია | Normalisation | Kauza Cervanová  რეჟ. რობერტ კირხჰოფი

15 ნოემბერი, 20:00

 ვეფხვები ქალაქში | Tigers in the City | Tigre v Meste რეჟ. იურაი კრასნოჰორსკი

16 ნოემბერი, 18:00

მზე ბადეში | The Sun in The Net | Slnko v Sieti რეჟ. შტეფან უჰერი

16 ნოემბერი, 20:00

მოგზაურობა აშში | Made in Ash | Az do mesta As რეჟ. ივეტა გროფოვა

17 ნოემბერი, 18:00

მომო | Momo | Momo რეჟ. თეოდორ კუნი

17 ნოემბერი, 18:30

ბოლო ავტობუსი | The Last Bus | Posledný autobus რეჟ. მარტინ სნოპეკი, ივანა ლაუჩიკოვა

17 ნოემბერი, 18:45

პანდები | Pandas | Pandy რეჟ. მათუშ ვიზარი

17 ნოემბერი, 20:00

ვარსკვლავი | The Star | Hviezda  რეჟ. ანდრეი კოლენჩიკი

17 ნოემბერი, 20:20

ექსპონატები | Exhibits or the Stories from the Castle |

Exponáty alebo Príbehy z kaštieľa რეჟ. პალო კოლეცი

შეგახსენებთ, რომ ფესტივალზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა. 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016