„ძალიან მიხარია, რომ ფესტივალი „ნიღაბი" ასე ლამაზად, გრანდიოზულად დაიხურა", - ამის შესახებ „რეპორტიორს" თბილისის მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა საერთაშორისო ფესტივალ „ნიღაბის" ორგანიზატორმა ნათია გუჯაბიძემ განუცხადა.
ფესტივალში მონაწილეობა 10 უნივერსიტეტის თეატრალურმა დასმა მიიღო. ფესტივალის საზეიმო დახურვა „გარდენ ჰოლში" გაიმართა. გამარჯვებულები 10 ნომინაციაში 7-კაციანმა კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა.
ორგანიზატორი იმედოვნებს, რომ ფესტივალი მომავალშიც გაიმართება.
„როდესაც ვუყურებდი ბავშვებს, რა ბედნიერი თვალებით ადიოდნენ სცენაზე და იღებდნენ პრიზებს, გავიფიქრე, რომ ეს ფესტივალი არასოდეს უნდა დამთავრდეს. მინდა, მადლობა გადავუხადო „რეპორტიორს" მხარდაჭერისა და გვერდით დგომისთვის. ვიმედოვნებთ, რომ ეს ფესტივალი მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა ნათია გუჯაბიძემ.
გამარჯვებულ მოყვარულ მსახიობებს ფესტივალის სპეციალური ჯილდო და სხვადასხვა პრიზები გადაეცათ. წლევანდელი ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა. გაიჭრა ფესტივალის ლოგოთი დამშვენებული ტორტი. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მომავალში სპონსორების რიცხვის გაზრდასთან ერთად, ფესტივალში მონაწილე უნივერსიტეტთა რიცხვიც გაიზრდება.