reportiori.ge - რომის ლიტერატურის სახლში დავით ტურაშვილის „ჯინსების თაობის“ პრეზენტაცია გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:03
კულტურა
რომის ლიტერატურის სახლში დავით ტურაშვილის „ჯინსების თაობის“ პრეზენტაცია გაიმართა
15 ნოემბერი, 2013. 18:06

იტალიაში, რომის ლიტერატურის სახლში,  საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მწერალ დავით ტურაშვილის საღამო და მისი რომანის ჯინსების თაობის"  იტალიური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა.


ღონისძიებამ, რომელსაც დაახლოებით 70 სტუმარი ესწრებოდა, საინტერესოდ ჩაიარა. საღამო გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა იტალიაში კახა სიხარულიძემ, რომელმაც 1983 წელს თბილისში დატრიალებულ ტრაგედიაზე და საბჭოთა იმპერიის რეალურ სახეზე ისაუბრა. ელჩის შემდეგ წიგნის მნიშვნელობასა და მის ლიტერატურულ ღირებულებებზე ისაუბრეს გამომცემელმა ფრანჩესკო პალომბიმ და იტალიელმა პოლიტიკოსმა, იტალიის ღირებულებების ფონდის დირექტორმა და საქართველოს დიდმა მეგობარმა უმბერტო კროპიმ. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა ვატიკანში ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანბატონმა. რის შემდეგაც, უკვე თავად ავტორი, დათო ტურაშვილი ესაუბრა სტუმრებს, რომლებმაც დიდი ინტერესი გამოხატეს წიგნის მიმართ და უპასუხა მათ შეკითხვებს.


წიგნის პრეზენტაციის შემდეგ, ლიტერატურის სახლის ფორთოხლის ბაღში გაიმართა მიღება, სადაც სტუმრებს საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და კერძები.


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016