საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ვიზიტორთა ცენტრმა დღეს პრაღაში გამართული საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში „არწივები კავკასიიდან" გამარჯვებული ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას უმასპინძლა.
გიორგი ქობელაშვილმა (უსინათლო მხატვარი) ელენე გამგონიძემ, გიორგი მელუამ, მარინა ონიანმა, ხათუნა სონღულაშვილმა, თემურ სამადაშვილმა, ქეთევან ჯავახიძემ, დინარა კასრაძემ და ემზარ ცირდავამ შესანიშნავი ვერნისაჟი შექმნეს.
ქართველი მხატვრების ნამუშევრებმა პრაღაში უმაღლესი შეფასება დაიმსახურეს, ავტორები დაჯილდოვდნენ შესაბამისი საერთაშორისო დიპლომებითა და სერტიფიკატებით. დაჯილდოების ცერემონიალში კავკასიის საერთაშორისო ფესტივალების ასოციაციის და კავკასიის ხელოვანთა საერთაშორისო ლიგის ხელმძღვანელებთან ერთად მონაწილეობდა საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე.
გამოფენა დაამშვენა ანსამბლების „თორდა" (ხელმძღვანელი თამარ ალადაშვილი) და „გუმბათის" (ხელმძღვანელები: სოფია ქირია, სოსო კიკვაძე) მიერ შესრულებულმა ქართული ფოლკლორის შესანიშნავმა სიმღერებმა.
გამოფენა15 დეკემბრამდე გასტანს.