უკრაინის რეფორმირების საბჭოს სხდომაზე, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრს, არსენი ავაქოვსა და ოდესის ოლქის გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს შორის ინცდენტი მოხდა.
ამის შესახებ ავაქოვმა ინფორმაცია „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა.
„მიხეილ სააკაშვილი ჩემს შეკითხვაზე, რომელიც მისი და რუსი ოლიგარქის შეხვედრას ეხებოდა, ძლიან გაცხარდა. ოდესის გუბერნატორმა ისტერიკა მოაწყო და ყვირილი დაიწყო. „არავის აქვს უფლება სააკაშვილს ასე ესაუბროს! შენ კორუმპირებული მინისტრი ხარ, მე კი სუფთა ადამიანი! "- მომმრთა მან და პირად შეურაცხყოფაზე გადმოვიდა."-დაწერა ავაქოვმა სოციალურ ქსელში. „ამის შემდეგ მე მას სახეში წყალი შევასხი"- აღნიშნაარსენი ავაქოვმა.
დეპუტატმა სერგეი ლეშენკომ მომხდარს „პოლიტიკური ომი" უწოდა.
„მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა მოხსენება დაასრულა, ავაქოვმა მისი მიმართულებით პრეტენზიები გამოთქვა. ავაქოვმა აღნიშნა, რომ სააკაშვილმა მოხსენება კი არ გააკეთა, ისე გამოვიდა, როგორც თოქ-შოუებში. შს მინისტრმა გუბერნატორს ქურდი უწოდა, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა, რომ მას პატიოსანი ადამიანის სახელის გარდა არაფერი აქვს. ამის შემდეგ არსენი ავაქოვმა სააკაშვილს წყლით სავსე ჭიქა ესროლა და მოუწოდებდა რომ უკრაინიდნ წათრეულიყო."- გაავრცელა განცხადება „ფეისბუქზე" სერგეი ლეშენკომ.
„პრემიერ-მინისტრმა იაცენიუკმა სააკაშვილს „გასტროლიორი" უწოდა და მოუწოდა, რომ უკრაინიდან წავიდეს. ამაზე კი მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ ის უკრაინის ისეთივე მოქალაქეა, როგოც იაცენიუკი, მხოლოდ განსხვავება ის არის, რომ მას ქვეყანა არ გაუძარცვავს."- აღნიშნა ლეშენკომ.