კულტურა
„ევროვიზია 2016“-ზე საქართველოს ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი „Young Georgian Lolitaz“ წარადგენენ
15 დეკემბერი, 2015. 13:55
„ევროვიზიის" პროდიუსერის ნათია უზნაძის განცხადებით, „ევროვიზია 2016"-ზე საქართველოს ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი „Young Georgian Lolitaz" წარადგენენ. დღესვე გამოცხადდა კონკურსი იმ სიმღერის შესაქმნელად, რომელსაც ქართველი კონკურსანტები „ევროვიზიის" კონკურსზე შვედეთში შეასრულებენ.
„წელს საქართველოს „ევროვიზიის" კონკურსზე წარადგენს ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი „Young Georgian Lolitaz". გარდა ამისა, გვაქვს კიდევ ერთი სიახლე - ყველა კომპოზიტორს, ვისაც აქვს გამოცდილება, ამ ჯგუფის ჟანრის გათვალისწინებით შეუძლიათ, რომ მათ სიმღერა დაუწერონ. უკვე შემოსული სიმღერებიდან თავდაპირველად შეირჩევა 5 სიმღერა, ხოლო 5-დან საუკეთესოს ჟიური და მაყურებელი ერთად შეარჩევს", - განაცხადა ნათია უზნაძემ.
2016 წლის „ევროვიზიას" შვედეთი 10, 12 და 14 მაისს უმასპინძლებს.
13 თებერვალი, 2016. 13:40
12 თებერვალი, 2016. 00:11
09 თებერვალი, 2016. 00:52
08 თებერვალი, 2016. 17:08
08 თებერვალი, 2016. 16:03
08 თებერვალი, 2016. 12:02
04 თებერვალი, 2016. 12:00
04 თებერვალი, 2016. 11:23
03 თებერვალი, 2016. 12:30
03 თებერვალი, 2016. 04:27
31 იანვარი, 2016. 01:21
29 იანვარი, 2016. 21:29
29 იანვარი, 2016. 02:50