reportiori.ge - Georgia Today: 2016 წელი ქართული ტელეკომუნიკაციის ინდუსტრიისთვის განსაკუთრებული წელი იქნება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 04:02
მედია
Georgia Today: 2016 წელი ქართული ტელეკომუნიკაციის ინდუსტრიისთვის განსაკუთრებული წელი იქნება
ავტორი:
15 დეკემბერი, 2015. 21:41



GDS-ის გეგმებს მისივე რეიტინგი ცხადყოფს. არხი კონკრეტულად 18-45 ე.წ. „პრემიუმ" აუდიტორიაზე კონტროლის დამყარებას ცდილობს.


 უკვე შესამჩნევია, რომ 2016 წელი ქართული ტელეკომუნიკაციის ინდუსტრიისთვის განსაკუთრებული წელი იქნება.


გამოცემა Georgia Today სატელევიზიო რეიტინგების შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც 2015 წლის ტენდენციებია აღწერილი და 2016 წლის მოლოდინებზეა საუბარი. როგორც სტატიის ავტორი წერს, 2016 წლის 1 იანვრიდან ადგილობრივ ბაზარზე ტელემაყურებელთა აღრიცხვის, ახალი, საერთაშორისო პროვაიდერი Kantar Media შემოდის და მრავალ მცირე თუ რეგიონულ ტელეარხს დააკვირდება, რომელთა რეიტინგები აქამდე არასოდეს გაზომილა. თუმცა როგორც გამოცემა აღნიშნავს, მნიშვნელოვან ცვლილებას არა მარტო მრავალი ახალი ტელეარხის დამატება განაპირობებს. მიმდინარე ტენდენციები და გარდაქმნები განსხვავებულ სურათს დახატავს ინდუსტრიისთვის, რომელმაც 2015 წელს 48 მილიონი დოლარი შეაგროვა.   

 

„TVMR GE - ის ბოლო მონაცემებით, ,,რუსთავი 2" პირველ ადგილს ინარჩუნებს (მაყურებელთა 30%-ით), ხოლო მეორე ადგილზეა ,,იმედი" (მაყურებელთა 22%-ით). ორ ლიდერს ქვემოთ მდგომარეობა საკმაოდ დაძაბულია. ,,მაესტრო" და ,,კომედი არხი" ადგილებს მუდმივად იცვლიან. მაგალითად, 2015 წლის 16-დან 22 ნოემბრამდე ,,მაესტრო" მაყურებელთა 7.13%- მოიხვეჭა, ,,კომედი არხს" კი მხოლოდ 5.07% ჰყავდა, თუმცა წინა კვირაში, 9-დან 15 ნოემბრამდე ,,კომედი არხის" მაჩვენებელი 5.77% იყო, ხოლო ,,მაესტროსი" - 5.29%. დაძაბულ შეჯიბრში ყველაზე საინტერესო პოზიცია, მუდმივად მზარდი პოპულარობის მქონე GDS- უკავია, რომელმაც საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს 2015 წლის 19 ოქტომბრიდან ყოველ კვირას აჯობა", - წერს სტატიის ავტორი.


Georgia Today-ის ცნობით, თუ გასულ წელს გადავხედავთ, ტელეკომპანია GDS-ის მაჩვენებლები ყველა კატეგორიაში გაიზარდა.


მაგალითად, 25-დან 45 წლამდე მაყურებელთა სეგმენტში 90%-იანი, საოცარი ზრდა განიცადა. მეტიც, GDS-მა ნოემბრის პირველ კვირაში 25-დან 45 წლამდე მაყურებელთა სეგმენტში ,,მაესტროს" აჯობა და პირველ სამეულს ძალიან მიუახლოვდა. ამ მოცემულობით კი, მაესტროსთან თანაბარი წილის შემთხვევაში, ჯი-დი-ესი შესაძლოა მეტად საინტერესო გახდეს რეკლამის განმათავსებელთათვის, რადგან ეს არხი კონკრეტულად 18-45 ე.წ. ხარისხობრივ აუდიოტირიას მეტად ეფექტურად აკონტოროლებს, რაც მიმზიდველი უნდა იყოს ნებისმიერი ქართული ბრენდისთვის, მითუმეტეს თუ ის ბაზარს პრემიუმ პროდუქტს სთავაზობს", - აღნიშნულია სტატიაში.



იმისთვის, რომ მკითხველს 2016 წელს ტელეკომუნიკაციის ინდუსტრიის შესახებ უფრო მკაფიო წარმოდგენა შეექმნას, გამოცემა სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის დამაარსებელთან და თავმჯდომარესთან, ია ანთაძესთან ჩაწერილ ინტერვიუსაც აქვეყნებს.


მჯერა, რომ 2016 წელს ტელეკომუნიკაციის ბაზრის თავისებურებებს არა მარტო წამყვანი კომპანიების რეიტინგები განსაზღვრავს, არამედ - სხვა ტელეარხების გადაცემებიც. გასული ათწლეულის განმავლობაში (სავარაუდოდ, მანამდეც) ტელეინდუსტრია ასეთი მრავალფეროვანი და კონკურენტუნარიანი არასოდეს ყოფილა. ამის გამო მაყურებელს შეუძლია, მისთვის საინტერესო მასალა არა მხოლოდ წამყვან არხებზე, არამედ სხვა მრავალ არხზეც ეძებოს. მიმაჩნია, რომ ორ ტელეკომპანიაზე კონცენტრირებული რეიტინგები 2016 წელს გაქრება და ერთი წლის შემდეგ ზოგადი სურათი უფრო კონკურენტუნარიან გარემოს წარმოგვიდგენს", - აცხადებს ანთაძე Georgia Today-სთან საუბრისას.


მისი თქმით ტელეკომუნიკაციის ბაზარზე მრავალფეროვნებას ორი ფაქტორი განაპირობებს: 1) სატელევიზიო რეგულაციების გამარტივება და ფიცრულ მაუწყებლობაზე გადასვლა; 2) სამწლიანი არჩევნების ციკლის დაწყება.


„2016 წელს კოალიცია ,,ქართული ოცნება" პარლამენტის უმრავლესობაში მოხვედრას მეორედ ეცდება, რაც დიდი გამოწვევა იქნება, როგორც მთავრობისთვის (მედიასთან ურთიერთობის კუთხით), ასევე - მედიისთვისაც. დარჩება თუ არა არჩევნების პერიოდში ტელეინდუსტრია თავისუფალი? - დღეს ეს უმთავრესი შეკითხვაა, რომელსაც პასუხი მომდევნო რამდენიმე თვეში გაეცემა.   ძნელი სათქმელია, რამდენად შეცვლის საერთო სურათს Kantar Media- გამოჩენა, რადგან, თუ სატელევიზიო რეიტინგები სათანადოდ გაიზომება, მაყურებელთა აღრიცხვის პროვაიდერების რაოდენობის მიუხედავად, შედეგები მეტ-ნაკლებად მსგავსი უნდა იყოს. თუმცა უფრო კონკურენტუნარიანი გარემოს არსებობა ყოველთვის სასარგებლოა. და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ,,კომედი არხს" მაღალი მაჩვენებლები აქვს, მაინც განსხვავებული არხია და საზოგადოების განვითარების პროცესში ნაკლებად არის ჩართული. თავისუფალ, კონკურენტუნარიან გარემოში ,,რუსთავი 2"-ის, ,,იმედის", "მაესტროს" და GDS-ის რეიტინგების დინამიკაზე დაკვირვება ძალიან საინტერესო იქნება. მჯერა, რომ GDS- თავისუფლად შეუძლია, ნებისმიერ ტელეკომპანიას ძალიან სერიოზული კონკურენცია გაუწიონამრიგად, უმთავრესი ასპექტი რომელიმე არხის რეიტინგები არ არის. თავისუფალი და კონკურენტუნარიანი მედიაგარემო გაცილებით მნიშვნელოვანია. ასეთი მედიაგარემოს ჩამოყალიბება ქვეყნისა და ამ ქვეყნის ხალხის წინსვლისთვის გადამწყვეტია", - განაცხადა ანთაძემ.


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016