reportiori.ge - ემზარ ჯგერენაია: 2016 წლის პირველ ნახევარში ლარის კურსი არ დაეცემა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024. 22:31
ეკონომიკა
ემზარ ჯგერენაია: 2016 წლის პირველ ნახევარში ლარის კურსი არ დაეცემა
ავტორი:
16 დეკემბერი, 2015. 14:43


ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანას ექსპორტი და ტრანსფერი დააკლდა, ამის გადასაფარად ინვესტიციები უნდა გაზრდილიყო, მაგრამ ასე არ მომხდარა. ამის შესახებ ჯგერენაიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აქვე დასძინა, რომ 2016 წლის პირველ ნახევარში ლარის კვლავ გაუფასურებას არ ვარაუდობს.


„შეგვიძლია ვისაუბროთ, რა მდგომარეობაში იქნება ჩვენი საგადამხდელო ბალანსი 2016 წელს. ბალანსი იქნება რთული, დაძაბული. ექსპორტის მაჩვენებელი იქნება სუსტი, ტრანსფერებიც ნაკლები იქნება ჩვენი მეზობლების მდგომარეობიდან გამომდინარე, საიდანაც ძირითადი ნაკადები მოდის ტრანსფერების. ბუნებრივია, არ არის მოსალოდნელი დიდი ინვესტიციების ჩადება. ინვესტიციის მაჩვენებელი ჩვეულებრივ სიტუაციაში საკმაოდ მნიშვნელოვანი გვაქვს, მაგრამ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ქვეყანას ექსპორტი და ტრანსფერი დააკლდა, ინვესტიცია უნდა გაზრდილიყო. ინვესტიციის ნაშთის მაჩვენებელი 1,4 მლრდ გახლავთ ამ წელიწადს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ინვესტიციის ნაშთის მაჩვენებელი მინიმუმ 2 მლრდ უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, ზეწოლა გაგრძელდება, მაგრამ ჩემი აზრით, 2016 წლის პირველ ნახევარში ლარის კურსი არ დაეცემა და არ იქნება საგანგაშო სიტუაცია. კურსი იმავე წერტილზე იქნება, რაც დღეს არის", - განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016