reportiori.ge - შალვა ოგბაიძე: „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკური ძალა კი არა, დამნაშავე რეჟიმია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:24
პოლიტიკა
შალვა ოგბაიძე: „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკური ძალა კი არა, დამნაშავე რეჟიმია!
16 დეკემბერი, 2015. 18:00


თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე პარლამენტს უმოქმედობაში ადანაშაულებს. ოგბაიძე დეპუტატებს მიმართავს შეკითხვით, როგორ და რატომ ჩააყენა „ნაციონალურმა მოძრაობამ" „ქართული ოცნება" თავის მართლების რეჟიმში. როგორც ოგბაიძე „რეპორტიორთან" საუბრისას ამბობს, მან „ქართულ ოცნებასთან" ერთად ყველა რესურსი გამოიყენა, რათა „ნაციონალების" რეჟიმი თავიდან მოეცილებინა, თუმცა, მისდა სამწუხაროდ, მას შემდეგ არაფერი შეცვლილა და დამკვიდრდა აზრი, რომ ქვეყანაში მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალაა - „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა":


„ქართულ ოცნებას" ვეკითხები - რატომ არიან ჩუმად?! ჩვენ ვემსახურებოდით ერთ საქმეს, ერთად უნდა მოგვეცილებინა საშინელი რეჟიმი. ამისთვის ჩვენ ნაბიჯი  გადავდგით და მონაწილეობა მივიღეთ არჩევნებში, მთელი ჩვენი რესურსი მოვახმარეთ იმას, რომ ეს რეჟიმი დაგვემარცხებინა. ახლა კი დამკვიდრდა აზრი, რომ   ქვეყნაში მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალაა - „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა".  

„ნაციონალური მოძრაობა" არ არის პოლიტიკური ძალა, ეს დამნაშავე რეჟიმია! ის უნდა გასამართლდეს. სწორედ ეს იყო საზოგადოების დაკვეთა. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ" თავის საპირწონედ სწორედ „ნაცმოძრაობა" აირჩია. გულისტკივილს გამოვხატავ მეგობრების მიმართ, რომლებიც იქ არიან", - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.


შეგახსენებთ, შალვა ოგბაიძემ ამ თემასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა: http://reportiori.ge/?menuid=3&id=84142&lang=1


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016