reportiori.ge - ბაჩანა ახალაიას – შეხსენებისთვის!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024. 22:45
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ბაჩანა ახალაიას – შეხსენებისთვის!
16 დეკემბერი, 2015. 21:05

 

 

16 დეკემბრის სასამართლო პროცესზე,  სასჯელაღსრულების ყოფილი ხელმძღვანელი ბაჩო ახალაია სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების სამივე მინისტრი, ყოფილები და ამჟამინდელი „კანონიერ ქურდებთან" ერთად მუშაობენ.


„ჩვენ ყველაფერს ვუძლებთ და ვინც ვერ გაუძლო, გარეთ არის. ზოგი საშვილიშვილო შეცდომებსაც კი უშვებს, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება. მთავარია, რომ აღდგა სისტემა ე. წ. კანონიერი ქურდების მიერ მმართველობის. ჩვენ გვეგონა, რომ თურმე ეს ყველაფერი დავამარცხეთ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, უბრალოდ შეგვიჩერებია. საბოლოოდ ძალიან მწარე ვითარებაა, მე სიმართლის დამტკიცების არ მეშინია", - თქვა ბაჩო ახალაიამ.


მას მერე, რაც ბაჩო ახალაიამ აღნიშნული განცხადება გააკეთა, სისტემასთან დაახლოებული პირი დაგვიკავშირდა და  გვითხრა - ბევრს რომ საუბრობს ბაჩანა ახალაია, სამივე მინისტრი, ყოფილები და ამჟამინდელი,  „კანონიერ ქურდებთან" მუშაობენო, მე მოგიყვებით, თავად რას აკეთებდა, როცა სისტემას ხელმძღვანელობდაო.


„იმ პერიოდში, როდესაც სისტემას ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა, „კანონიერი ქურდი" ტ.ფ. ითვლებოდა მთელი სისტემის „კანონიერ ქურდად".

 

როდესაც სხვადასხვა დაწესებულებებში აირეოდა სიტუაცია, მოხდებოდა დაპირისპირება-დაძაბულობა პატიმრებს შორის, ზემოხსენებულ ე.წ. კანონიერ ქურდ ტ.ფ-ს ბაჩო ახალაია ჩაისვამდა საკუთარ მანქანაში და ღამით დაატარებდა დაწესებულებიდან დაწესებულებაში საქმეების „მოსაგვარებლად".  საქმის მათებური „მოგვარება"  კი რა სასტიკი წესებითაც ხდებოდა, უამრავჯერ სმენია საზოგადოებას ამ ყველაფრის თაობაზე. მოკლედ, თვითონ ბაჩო ახალაია იჯდა ხოლმე ადმინისტრაციულ შენობაში და ელოდებოდა, როდის დაალაგებდა სიტუაციას დაწესებულებაში „კანონიერი ქურდი" ტ.ფ.

 

იმ შემთხვევაში, თუ ტ.ფ. ვერ შველოდა საქმეს, სიტუაციის დალაგებაში რთავდა სპეციალურ სადამსჯელო ჯგუფს, რომლებიც თავადვე მსჯავრდებულები იყვნენ და ისინი უსწორდებოდნენ შემდეგ სხვა პატიმრებს.

 

ამიტომაც იყო, როდესაც „კანონიერი ქურდი" ტ.ფ. გაუშვეს ციხიდან, მან ვერც კი დატოვა საქართველოს საზღვრები, იმიტომ, რომ მას  „შავ სამყაროში" ბაჩანა ახალაიას ხელისბიჭს უწოდებდნენ და უთვლიდნენ - როგორც კი დატოვებ საქართველოს საზღვრებს, გაგისწორდებითო. ამიტომაცაა ამ დრომდე რომ ზის ციხეში. ეშინია, რომ მისი ლიკვიდაცია  მოხდება",- გვითხრა პირმა, რომელმაც თავისი ვინაობის დასახელება საჯაროდ არ ისურვა და დაამატა - მე რასაც ვამბობ, ამას ნებისმერი ის პიროვნება დაადასტურებს, რომელსაც სისტემასთან იმ პერიოდში შეხება ჰქონიაო.


დაახლოებით მსგავს ამბავს გვიყვება არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე, რომელიც ზემოაღნიშნული რესპონდენტისგან განსხვავებით, „კანონიერი ქურდების" და თვითმხილველების ვინაობებს არ გვისახელებს.


„ის „კანონიერი ქურდები", რომლებიც არ დაექვემდებარნენ ბაჩო ახალაიას და არ ითანამშრომლეს მასთან, ჩაყარეს მე-7 საპყრობილეში, რომელიც შს სამინისტროს „პადვალში" მდებარეობს.  ხდებოდა  მათი წამება, ღირსების შემლახავი მოპყრობა, თავის გადაპარსვა, ფეხის თითები დაამტვრიეს ადამიანებს და ბევრი ინვალიდის სავარძელსაც კი მიაჯაჭვეს, ხოლო, ვინც დაიმორჩილეს, მათ იყენებდნენ სხვა პატიმრების სამართავად. მათი ხელით კეთდებოდა უამრავი რამ - პატიმრების ცემა, შეურაცხყოფა, მუშაობდნენ ცრუ ჩვენებებზე... ყველაფერს აკეთებდნენ, რაც ადმინისტრაციის ინტერესებში შედიოდა.

 

რა თქმა უნდა, მე სახელებს და გვარებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ნებისმიერი პატიმარი, რომელიც იმ პერიოდში იჯდა,  დაგიდასტურებთ, რომ ბაჩო ახალაიამ სასაკლაო გაუხსნა მე-7 საპყრობილეში დაუმორჩილებელ „ქურდებს," ეს იყო რეალობა და დღეს, როცა თავადვე აღმოჩნდა იმ დაწესებულებაში, სადაც ის დანაშაულებს სჩადიოდა, გაბოროტდა და რას მიედ- მოედება, თავადაც აღარ იცის",-ამბობს ნანა კაკაბაძე „რეპორტიორთან"  საუბრისას.


იმავეს ადასტურებს ჩვენთან საუბრისას ყოფილი პოლიტპატიმარი, უსაფრთხოების ექსპერტი ვახტაგ მაისაია:


„ყველას კარგად ახსოვს, როგორ კარგად გრძნობდა „ქურდული სამყარო" თავს მაშინ, როცა  ბაჩო ახალაია ხელმძღვანელობდა სისტემას. მე-17, მე-15 დაწესებულებებს ჰყავდათ ე.წ. „მაყურებლები", რომლებიც აკონტროლებდნენ სიტუაციას. როდესაც მე დამაპატიმრეს, მაშინ არ ხელმძღვანელობდა სისტემას ახალაია, მაგრამ უშუალოდ აკონტროლებდა ზონას, იმიტომ, რომ მის მიერ დასმული ხელქვეითები  - შაშკინი და კალმახელიძე, ნომინალური ფიგურები იყვნენ. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ მათ დროსაც კი სასჯელაღსრულების მინისტრი იყო ბაჩო ახალაია. ამიტომაც, უმჯობესია, მსჯავრდებულმა ახალაიამ საკუთარ თავს მიხედოს...

 

ერთ-ერთი თურქული ანდაზაა, ქურდმა ისე უნდა მოიპაროს, რომ ეჭვი სახლის მეპატრონეზე აიღონო. დაახლოებით ასეთი სიტუაციაა", -ამბობს ვახტანგ მაისაია.


ყოფილი პატიმარი, ადვოკატი ზურაბ ჯორბენაძე კი, „რეპორტიორთან" საუბრისას ამბობს, რომ „ბაჩანა ახალაია ამდენს იმიტომ ბედავს, რომ ის, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის, შესაბამისად არ დაისაჯა".


„როდესაც კომენტარი კეთდება რაღაც საკითხზე, ხომ აქვს მნიშვნელობა, ვინ აკეთებს ამას?!  „ჩემი შენ გითხარი და გული მოგიკალიო..." ბაჩო ახალაიას განცხადებაზეა ნათქვამი. ბაჩო ახალაია, ჯერ სასჯელაღსრულების ხელმძღვანელი, ხოლო მერე თავდაცვის და შს მინისტრი, იყო დესპოტი, რომლისთვისაც ცნება - ადამიანის უფლებები, საერთოდ არ არსებობდა. მისთვის არ არსებობდა ადამიანის მთავარი უფლება - სიცოცხლე.

 

მე-8 დაწესებულებაში, სადაც მე ვიჯექი, მახსოვს,  ღამის 2-3 საათზე ძვალ-რბილს უერთიანებდნენ ადამიანებს და ამას ეძახდნენ რეჟიმის დამყარებას. ყოფილი ხელისუფლების სისტემის ყველა ხელმძღვანელი დასასჯელია იმ სისტემის შექმნისთვის!

 

არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას, თუ ვიტყვი, რომ ახალაია არის დამნაშავე, მაგრამ მას სამწუხაროდ, არსებული ხელისუფლების პირობებში, მეტად სამასხარაო ბრალდებები წაუყენეს. შესაბამისად რომ არ დაისაჯა, ამიტომაა, ამდენს რომ ბედავს.

 

სასჯელაღსრულების სამივე მინისტრი, ყოფილები და ამჟამინდელი „კანონიერ ქურდებთან" ერთად მუშაობენო, რომ ამბობს  ბაჩანა ახალაია -  პირი გამოირეცხოს, სანამ ბოლო სამ მინისტრს ახსენებს, იმიტომ, რომ ეს ადამიანები მის მიერ შექმნილი ადამიანების გაუბედურებაზე გათვლილი სისტემის გაადამიანურებაზე ზრუნავენ დღედაღამ და  ჯალათის მიერ  ამ ადამიანების ამ კონტექსტში მოხსენიება - დიდი უზნეობაა!"-აცხადებს ზურაბ ჯორბენაძე.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016