reportiori.ge - გაერო-ს უშიშროების საბჭომ „ისლამური სახელმწიფოს“ ფინანსირებასთან ბრძოლის საკითხზე რეზოლუცია ერთხმად დაამტკიცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:52
მსოფლიო
გაერო-ს უშიშროების საბჭომ „ისლამური სახელმწიფოს“ ფინანსირებასთან ბრძოლის საკითხზე რეზოლუცია ერთხმად დაამტკიცა
ავტორი:
18 დეკემბერი, 2015. 12:56


გაერო-ს უშიშროების საბჭომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს" ფინანსირებასთან ბრძოლის საკითხზე რეზოლუცია ერთხმად დაამტკიცა. ამის შესახებ „დოიჩე ველე" წერს.


დოკუმენტი დაჯგუფების დაფინანსების მთავარი წყაროების წინააღმდეგ ზომების მიღებას ითვალისწინებს. ესენია ნავთობის კონტრაბანდა, კულტურული ობიექტებით უკანონო ვაჭრობა და სხვა.


აშშ-ის ფინანსთა მინისტრის ჯეიკობ ლიუს ინფორმაციით, ნავთობის კონტრაბანდის შედეგად, ისლამისტების შემოსავალმა 500 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.


რეზოლუცია „ისლამური სახელმწიფოს" სპონსორთა დასჯასაც ითვალისწინებს. როგორც „დოიჩე ველე" წერს, გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს მოსთხოვენ, ტერორისტების დაფინანსება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულად აღიარონ. გარდა ამისა, სახელმწიფოებმა აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის გაცვლის პროცესი უნდა გააქტიურონ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016