reportiori.ge - ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 3 მილიონ 300 ათასი ლარის პროექტები ხორციელდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 08:38
რეგიონები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 3 მილიონ 300 ათასი ლარის პროექტები ხორციელდება
16 ნოემბერი, 2013. 16:11

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, შოთა მურღულიამ რეგიონებში განსახორიცლებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშოები დაათვალიერა. წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების, კინოთეატრის, ხიდის, გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სახლების გადახურვა და ნაპირსამაგრი სამუშაოები დაფინანსდა, რისთვისაც 3 მილიონ 300 ათასი ლარი გამოიყო. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, წელს ხარაგაულში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება გასამმაგებულია, რაც ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.


ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურული სამუშოებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან წელს 3 მილიონ 300 ათასი ლარი გამოიყო. შედარებისთვის, შარშან ეს ციფრი მხოლოდ 1 მილიონ 60 ათას ლარს შეადგენდა", - განაცხადა შოთა მურღულიამ.


მისივე თქმით, დაახლოებით სამჯერ გაიზარდა დაფინანსება, შესაბამისად, გაციელბით მეტი პროექტიც ხორიცლედება. ყველა სამუშაო ინტენსიურად მიმდინარეობს. გვარდება პრობლემები, რომელიც აქ წლების განმავლობაში არსებობდა. ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ  წლევანდელი წელი ხარაგაულისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წელია.


დაფინანსების ფარგლებში ოთხ სოფელში ახალი საბავშვო ბაღი შენდება, გამოყოფილია თანხები კინოთეატრის რეაბილიტაციისთვის, გადაიხურება მრავალბინიანი სახლები, ექვს სოფელში მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები, შენდება ერთი ხიდი და რეაბილიტაცია უტარდება ხარაგაულის შიდამუნიციპალურ გზებს.


მნიშვნელოვნად მიიჩნევს ამ წელს ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, ნოდარ ებანოიძეც.


ყველაფერი გონივრულადაა დაგეგმილი. კეთდება ის, რაც აუცილებელია. მუნიციპალური განვითარევის ფონდთან მიმდინარეობს მუშაობა სხვა პროექტების დაფინანსებასთან დაკავშირებითაც. დიდი ხანია, ხარაგაულში ასეთი მშენებლობა, ამდენი საქმე არ ყოფილა. იმედი გვაქვს, კარგად დავასრულებთ ამ პროექტებს, რაც საფუძველი იქნება იმისა, რომ მომავალ წელს უფრო თამამად წარვადგინოთ შესაბამისი პროექტები. იმედია, ცხოვრება გამოცოცხლდება და ხალხი აღარ დატოვებს აქაურობას," - განაცხადა ნოდარ ებანოიძემ.


რეგიონებში განსახორიცლებელი პროერქტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წელს ათი ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016