reportiori.ge - დავით დარჩიაშვილი: ევროპაში სწავლის მსურველები უფრო მარტივად შეძლებენ ამ ქვეყნებში წასვლას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:27
პოლიტიკა
დავით დარჩიაშვილი: ევროპაში სწავლის მსურველები უფრო მარტივად შეძლებენ ამ ქვეყნებში წასვლას
18 დეკემბერი, 2015. 19:17


„ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით დარჩიაშვილი ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. როგორც დარჩიაშვილი „რეპორტიორთან" საუბრისას აცხადებს, ანგარიში მოსახლეობას მრავალ შესაძლებლობას აძლევს.


„ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, დადებითად ვაფასებ, რადგან ვიზა-ლიბერალიზაცია ჩვენი ქვეყნის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

 

საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზა-ლიბერალიზაცია ნიშნავს ევროპის ბევრ ქვეყანაში, სადაც შენგენის სისტემა მოქმედებს, მოგზაურობის თვისობრივ გაუმჯობესებას, ვიზა-ლიბერალიზაციის შემდეგ კი შესაძლებელი იქნება უვიზო მიმოსვლა.

 

მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ევროპაში სწავლის მსურველები უფრო მარტივად შეძლებენ ამ ქვეყნებში წასვლას. გამარტივებული მიმოსვლა ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც უბრალოდ სამოგზაუროდ დადიან ამ ქვეყნებში. მოგზაურობის შედეგად ისინი ამდიდრებენ საკუთარ კულტურულ მსოფლმხედველბას და ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ასევე სასარგებლოა ჯანდაცვის საკითხებისა და ბიზნესკონტაქტებისთვის", - აცხადებს დარჩიაშვილი „რეპორტიორთან" საუბრისას. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016