reportiori.ge - ზვიად კვაჭანტირაძე: ვერცერთი დეპუტატი, რა ძალაუფლებაც არ უნდა გააჩნდეს, ვერ შეძლებს დაადგინოს რა უნდა იყოს თხილის ფასი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 12:26
რეგიონები
ზვიად კვაჭანტირაძე: ვერცერთი დეპუტატი, რა ძალაუფლებაც არ უნდა გააჩნდეს, ვერ შეძლებს დაადგინოს რა უნდა იყოს თხილის ფასი
16 ნოემბერი, 2013. 16:14

„ძალიან მინდა ისეთივე კამყოფილება იგრძნოს გურულმა გლეხმა თხილის და ციტრუსის რეალიზებისგან, როგორც წელს იგრძნო კახელმა გლემხა ყურძინს რეალიზებით", - ეს განცხადება საპარალმენტო უმრავლესობის წევრმა, ოზურგეთის დებუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე გურიის რეგიონში თხილის და ციტრუსის რელაიზაცის საკითხებზე კომენტირებისას გააკეთა.

„მინდა გულისტკივილით აღვნიშნო, რომ ბოლო ერთი წლის განამავლობაში ინიციატივები გურიიდან და კონკრეტულად ოზურგეთიდან, ახალი პროექტების დაფინანსების თაობაზე იყო გაცილებით მცირე, ვიდრე საქართველოს სხვა რეგიონებიდან. სამწუხაროდ, ეს პროცესია არანაირად არ წახალისდა. იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელმაც გარკვუელი მიზეზების გამო, ყურადღება ვერ მიიქცია.

რაც შეეხება თხილის ფასს, ამას წინათ დამაბრალეს, რომ თითქოს შევპირდი მოსახლეობას 5 ლარი იქნებოდა თხილის ფასი. ეს განცხადება გააკეთა ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც დაფიქსირდა მედიაში გარკვეული პიროვნების გვარ-სახელით,  შემდეგ ვეძებეთ ეს მოქალაქე და ვერსად აღმოვაჩინეთ. ვერცერთი დებუტატი, რა ძალაუფლებაც არ უნდა გააჩნდეს, ვერ შეძლებს დაადგინოს, რა უნდა იყოს თხილის ფასი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თხილის ფასის მატება შეინიშნება და როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, წლის ბოლომდე კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაიზრდება.

სამომავლოდ, თხილის იმ ხარისხიდან გამომდინარე, რაც კონკრეტულად გურიის რეგიონში მოდის, ეს საქმე ძალიან მომგებანი უდნა გახდეს. ძალიან მინდა ისეთივე კმაყოფილება იგრძნოს გურულმა გლეხმა თხილის და ციტრუსის რეალიზებისგან, როგორც წელს იგრძნო კახელმა გლეხმა ყურძნის რეალიზებით.  არ დავზარდებით და ვიმუშავებთ იმისთვის, რომ ასეც მოხდეს", - განაცხადა  ზვიად კვაჭანტირაძემ.


 

19 იანვარი, 2016. 18:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016