reportiori.ge - გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაში სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერის შესახებ რეზოლუცია მიიღო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 07:19
მსოფლიო
გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაში სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერის შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავტორი:
19 დეკემბერი, 2015. 10:50



გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაში სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერის შესახებ რეზოლუციის პროექტი მიიღო. დოკუმენტი ავალდებულებს კონფლიქტის ყველა მხარეს, შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ქვეყნის მომავლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ სირიელ ხალხს შეუძლია.



დოკუმენტის თანახმად, გაერო ვალდებულებას იღებს, ოფიციალურ დამასკოსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების პროცესის ორგანიზება საკუთარ თავზე აიღოს. სამშვიდობო პროცესის დაწყება მომავალი წლის იანვარშია დაგეგმილი.



აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, მიღებული დოკუმენტი ნათლად მიუთითებს, რომ „მოვიდა დრო, სირიაში მკვლელობები შეწყდეს".



„BBC"-ის ცნობით, რეზოლუციაში არ არის ნახსენები სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი, რომლის გადადგომასაც ვაშინგტონი ითხოვს.



მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ასადმა ლეგიტიმურობა დაკარგა და სისხლისღვრის შესაჩერებლად პრეზიდენტის პოსტი უნდა დატოვოს.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016