reportiori.ge - NATO თურქეთში თვითმფრინავებსა და ხომალდებს გაგზავნის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 07:24
მსოფლიო
NATO თურქეთში თვითმფრინავებსა და ხომალდებს გაგზავნის
ავტორი:
19 დეკემბერი, 2015. 13:06



NATO-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა გუშინ ბრიუსელში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ NATO თურქეთში თვითმფრინავებსა და ხომალდებს გაგზავნის.



დაგეგმილია „AWACS" -ის სისტემით აღჭურვილი გამანადგურებლებისა და სადაზვერვო თვითმფინავების გაგზავნა. გარდა ამისა, თურქულ პორტებში ალიანსის ხომალდები განლაგდებიან.



ჯერ უცნობია, NATO-ს რომელი ქვეყნები გაგზავნიან თურქეთში სამხედრო ტექნიკას. მანამდე, ლონდონმა განაცხადა, რომ თურქულ სამხედრო ბაზა ინჯირლიკზე ბომბდამშენები გადაისროლა. გარდა ამისა, თურქეთის საზღვრებთან გერმანული საგუშაგო ხომალდი განლაგდა, აშშ-მ კი თურქეთში გამანადგურებლები გაგზავნა.



სააგენტო როიტერის" ცნობით, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება მიმართულია ნოემბრის ბოლოს მომხდარი ინციდენტების აღკვეთისკენ, როცა რუსული ბომბდამშენი თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.



სტოლტენბერგის თქმით, თურქეთში ალიანსის თვითმფრინავებისა და ხომალდების გაგზავნის გადაწყვეტილება თავდაცვით ხასიათს ატარებს.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016