reportiori.ge - ალექსანდრე ქანთარია: ვიზა-ლიბერალიზაცია დაგვეხმარება აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის აღდგენაში!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:33
პოლიტიკა
ალექსანდრე ქანთარია: ვიზა-ლიბერალიზაცია დაგვეხმარება აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის აღდგენაში!
19 დეკემბერი, 2015. 15:39



ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი ალექსანდრე ქანთარია ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით „რეპორტიორთან" საუბრისას ამბობს, რომ ევროკომისიის ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით ნიშნავს ჩვენი ქვეყნის აღიარებას და ნდობას, ეს მიღწევა ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ძალიან მნიშვნელოვანი დამსახურებაა.


„მინდა, მივულოცო საქართველოს მოსახლეობას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი და ჩვენი ქვეყნის კიდევ ერთხელ აღიარება. სწორედ თავისუფალი საზღვრების გახსნა შეუწყობს ხელს ჩვენს მოსახლეობას ბიზნესისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. იმედია, ეს დაგვეხმარება აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობის აღდგენაში. მივესალმები იმასაც, თუ რუსეთი გააუქმებს სავიზო რეჟიმს. საქართველოს მოქალაქეს აღარ ექნება სხვა ქვეყნებში გადაადგილების პრობლემა. ვიზა-ლიბერალიზაცია ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეს უფლება ექნება, დაბრკოლების გარეშე გადაკვეთოს საზღვრები სწავლის, ბიზნესის თუ ვაჭრობის მიზნით. რა თქმა უნდა, ტექნიკური პროცესები ჯერ გაგრძელდება, ხვალვე ვერ მოხდება ამის განხორციელება, მაგრამ საბოლოოდ, სწორედ დადებითი მოვლენებისკენ დაიძვრება საქმე. ეს არის საქართველოს აღიარება და ნდობა, ეს არის ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების ძალიან მნიშვნელოვანი დამსახურება", - აცხადებს ქანთარია „რეპორტიორთან" საუბრისას.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016