reportiori.ge - გია ცაგარეიშვილი: ერთ-ერთ „ნაციონალ“ დეპუტატს პატიმრები დასასვენებლად ანტალიაში დაჰყავდა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:42
ინტერვიუ
გია ცაგარეიშვილი: ერთ-ერთ „ნაციონალ“ დეპუტატს პატიმრები დასასვენებლად ანტალიაში დაჰყავდა!
16 ნოემბერი, 2013. 18:09

„რეპორტიორმა" უმრავლესობის წევრ გია ცაგარეიშვილს „ნაციონალი" სერგო რატიანის მიერ ჩვენთან გაკეთებული კომენტარი გააცნო საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით. რატიანის თქმით, მაშინ, როცა ვანო მერაბიშვილი ციხეშია, შეუძლებელია, სამართლიანი ეწოდოს საპრეზიდენტო არჩევნებს. გია ცაგარეიშვილისთვის იმდენად გამაღიზიანებელი აღმოჩნდა რატიანის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ „რეპორტიორს" ექსკლუზიური ინფორმაციაც გაანდო ერთ-ერთ „ნაციონალ" დეპატუტზე.


„მე ნაკლებად მაინტერესებს სერგო რატიანის ყბედობა, ეს ადამიანი ისევე, როგორც მისი მეგობრები, არიან ყბედები, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და მათ სიტყვას ხალხისთვის ჩირის ფასი აქვს. ამ არჩევნებს უსამართლოს უწოდებს სერგო რატიანი, ანუ იმ პოლიტიკური გუნდის წევრი, რაიონებში ანტენებს და გადამცემ თეფშებს რომ არ აყენებინებდა ხალხს. ჩვენს მხარდამჭერებს ტელეფონზე უსმენდა, სცემდა, აწამებდა, დევნიდა! ჟურნალისტის კეთილშობილი პროფესია გამოიყენა იმისთვის, რომ ზონდერჟურნალისტები შეექმნა, კამერებს ისე იყენებდნენ, როგორც დუბინკას. იცით, „ინფო 9" რა დღეშიც ჰყავდათ? ყველა რაიონში ძალიან კარგად ვიცი რა ხდებოდა და ხდება.


როცა რატიანი ამბობს, რომ არასამართლიანად ჩატარდა არჩევნები, რადგან გენერალური მდივანი ციხეში ზისო, შევახსენებ, ფაქტიურად, კაცის მოკვლისთვის ზის მერაბიშვილი ციხეში. წაიყვანეს ახალგაზრდა ბიჭი, დანით აკუწეს, გააშიშვლეს და მკვდარი დააგდეს სასაფლაოზე. აი, ეს არის ივანე მერაბიშვილი, ეს არის მერაბიშვილის ცოლი თაკო სალაყაია, ასევე დანაშაულში ეჭვმიტანილი. ისინი ხელს აფარებდნენ მკვლელებს!


ის, რასაც ახლა გეტყვით, შეუძლია ექსკლუზივად ჩათვალოს „რეპორტიორმა". ერთ-ერთი პარლამენტარი, იმერეთის დეპუტატი, იცით ვისზეც გეუბნებით, პატიმრები ციხიდან დაყავდა ანტალიაში დასასვენებლად, ახლა ეს კაცი დეპუტატია. დიახ, ის დეპატუტის მანდატს არის ამოფარებული, იცოდით ეს თქვენ, ან ბევრმა სხვამ? არ იცოდით. ეს გამოძიებამ იცის მხოლოდ და ჩემგან თქვენ გებულობთ. მსუბუქი ყოფაქცევის ქალები დაჰყავდათ ციხეში მერაბიშვილის დახმარებით და ემსახურებოდნენ აი ამ ვაჟბატონებს, მკვლელებს! ყოველდღე ხან ერთი დისტრიბუტორი ემსახურებოდათ, ხან მეორე, ხან მესამე სხვადასხვა პროდუქტებით და აღარ ვამბობ სხვას, რასაც ისინი აკეთებდნენ იქ! ზუსტად ამ დროს „სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი" ბაჩანა იყო ახალაია და მერაბიშვილის მითითებით ხელს აფარებდა ამ მკვლელებს!


ამ ყველაფრის შემდეგ მე სერგო რატიანი ნოტაციებს მიკითხავს. წყალს წაუღია სერგო რატიანი და მთელი „ნაციონალური მოძრაობა". ამ დემაგოგობის და ნაძირლობაში გადასულს არ ვაქცევ ყურადღებას. არ მადარდებს, რადგან მე პირადად, საკუთარ ტყავზე გამოვცადე „ნაციონალური მოძრაობა" 10 წლის მანძილზე. რას აკეთებდნენ, რას კადრულობდნენ და რისი მაქნისები არიან! მე იმ 300 ათასი ამომრჩევლის ტვინში ჩამახედა. კარგი იქნება თუ მივლენ საბურთალოს სასაფლაოზე, სადაც ირინა ენუქიძე და მისი შვილი სანდრო გირგვლიანია დაკრძალული! არ მაინტერესებს რატიანის და მისნაირების მოსაზრებები მერაბიშვილზე და იცით რატომ? იმიტომ არა, რომ პატივს არ ვცემ ჩემს ოპონენტებს. უბრალოდ, მათ სიტყვას დაეკარგა ფასი. ვიცი ვინ არის თითოეული მათგანი და რას აკეთებდნენ ისინი. ასე რომ, თქვენ, რომელსაც პირველად გხედავთ, ასჯერ უფრო დიდ პატივს გცემთ, ვიდრე ქურდბაცაცა „ნაციონალებს".


არ ვცემ პატივს ამ ადამიანებს და რაც არ უნდა მეძახონ ევროპელებმა და ამერიკელებმა „იკოჰაბიტაციეო", კი, მე შემიძლია ჩემს პირადულზე თვალი დავხუჭო, მაგრამ ამ ადამიანებთან ვერ ვითანამშრომლებ, ვერ ვიმეგობრებ, ვერ ვიამხანაგებ! სხვას ამის მეტი ტალანტი და ნიჭი აღმოაჩნდა, მაგრამ მე ვერ ჩავერთვები ამ ამბავში, რადგან საკუთარ თავს დავიწყების უფლებას არ ვაძლევ. ჩემი ამომრჩევლის წინაშე სხვანაირად მომიწევს პასუხისგება. შეიძლება ეს არაპოპულარული სტილია, მაგრამ ისეთი ვარ, როგორიც ვარ და ვერავინ შემცვლის. არ შევიცვლები იმის გამო, რომ ოკეანის გადაღმა რომელიღაც სენატორს ეს ასე წარმოუდგენია! იმ სენატორის ახლობლისთვის უკანალში ცოცხი არ გაუკეთებია! ეს არის ჩემთვის დიდი გამოწვევა".  

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016