reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი: გილოცავთ, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული დასკვნა პოზიტიურია!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 03:33
მთავარი თემა
ირაკლი ღარიბაშვილი: გილოცავთ, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული დასკვნა პოზიტიურია!
ავტორი:
21 დეკემბერი, 2015. 00:28


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ევროკომისიის დასკვნა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით პოზიტიურია:




მთავრობის მეთაურის განცხადებით, ამ შედეგის მისაღწევად ბოლო სამი წლის განმავლობაში თითოეულმა უწყებამ მუხლჩაუხრელად იმუშავა.




„დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მე გუშინ გვიან საღამოს მქონდა საუბარი ევროკავშირში და მინდა საზოგადოებას და თქვენ ყველას გითხრათ, რომ დღეს გამოქვეყნდება საბოლოო ანგარიში, სადაც საქართველოსთან მიმართებაში არის პოზიტიური დასკვნა. ასე რომ, ყველას გილოცავთ.






მინდა, რომ ყველას მოგილოცოთ, ჩვენ 100%-ით შევასრულეთ ჩვენ მიერ ნაკისრი ვალდებულებები და არცერთი კითხვის ნიშანი არ დაგვიტოვებია. ჩვენ ყველაფერი პირნათლად გავაკეთეთ. გუშინ საღამოს უკვე მომილოცეს და ასევე გილოცავთ ყველას და ვულოცავ ქართველ ხალხს, ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება, მათი დაფასება, მათი ამდენი ხნის ლოდინის დაფასება და ჩვენი ქვეყნის გამარჯვება. ეს არის ქართველი ხალხის ნდობის დადასტურება ევროპის მხრიდან. ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში და ეს არის თითოეული თქვენგანის დამსახურება", - მიმართა პრემიერმა მთავრობის წევრებს.


 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016