reportiori.ge - მანანა კობახიძე: ვისაც სურს მთავრობის მუშაობის დანახვა ის ხედავს, ვისაც არ სურს - არც უნდა ეკამათო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:20
პოლიტიკა
მანანა კობახიძე: ვისაც სურს მთავრობის მუშაობის დანახვა ის ხედავს, ვისაც არ სურს - არც უნდა ეკამათო!
21 დეკემბერი, 2015. 18:54



პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე „რეპორტიორთან" საუბრისას ამბობს, რომ არ ენდობა NDI-ს კვლევებს. ამასთანავე, კობახიძე კომენტარს აკეთებს პრემიერ-მინისტრის მიერ გამართული სამი წლის მუშაობის ანგარიშის პრეზენტაციაზე. ვიცე-სპიკერის განმარტებით, ამ ანგარიშში დეტალურად არის გადმოცემული ყველა მიმართულება, და ის  მნიშვნელოვანი რეფორმები, რაც მთავრობამ გაატარა ამ წლების განმავლობაში:


NDI-ის კვლევების მიმართ ნაკლები ნდობა მაქვს. დღეს პრემიერმა 3 წლიანი ანგარიში ჩაატარა, სადაც ძალიან დეტალურად არის გადმოცემული ყველა მიმართულება და ის  მნიშვნელოვანი რეფორმები, რაც მთავრობამ გაატარა ამ წლების განმავლობაში.

 

ვფიქრობ  გამოსვლაში პრემიერმა ამომწურავად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მუშაობდა მთავრობა  საშინაო თუ  საგარეო მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ქვეყნის ბიუჯეტის თითქმის მესამედი სწორედ ჯანდაცვას ხმარდება, ეს იყო სასიცოცხლო მნიშვნელობის რეფორმა. მნიშვნელოვნად გაზრდილია განათლების დანახარჯები. აქცენტები გაკეთებულია სოციალურად დაუცველებზე, დევნილებსა და მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. დევნილებს ექმნებათ ღირსეული ცხოვრების პირობები და აღარასდროს განმეორდება მათი გამოსახლება.

 

სოფლის მეურნეობის პროექტების დაფინანსება, ახალი აბრეშუმის გზის პროექტი, ახალი ინვესტიციები ენერგეტიკაში, გაზიფიცირება, 20-ზე მეტი სოფლის ელექტროფიცორება, სადაც წლებია დენი არ არის, უამრავი სამართლებრივი საკითხები, არასრულწლოვანთა  მართმსაჯულების კოდექსი, პატიმრებისთვის პირობების გაუმჯობესება... უამრავი თემაა, რაზეც აქცენტები იყო  გაკეთებული. ვისაც სურს ამის დანახვა ის ხედავს,  ვისაც არ სურს იმას არც უნდა ეკამათო.

 

არ გავცნობილვარ NDI-ის კვლევებს, რადგან არ ვენდობი. ყველასთვის გასაგები უნდა იყოს ვინ არის კვლევებზე მომუშავე. ამერიკულ ორგანიზაცია NDI-ის  ვენდობი, მაგრამ არა იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოში კვლევას ატარებენ. ასე რომ არამგონია ამაზე დროის დაკარგვა ღირდეს" - განაცხადა კობახიძემ „რეპორტიორთან" საუბრისას.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016