reportiori.ge - დავით სერგეენკო: ჯანდაცვა პრივილეგიიდან გადაიქცა თითოეული ადამიანის უფლებად
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 29 ნოემბერი, 2024. 23:36
მთავარი თემა
დავით სერგეენკო: ჯანდაცვა პრივილეგიიდან გადაიქცა თითოეული ადამიანის უფლებად
ავტორი:
22 დეკემბერი, 2015. 03:31



შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს პრემიერის მიერ მთავრობის სამწლიანი ანგარიშის შეფასებისას, კერძოდ, ჯანდაცვის კუთხით განხორციელებულ პროექტებზე საუბრისას განუცხადა, რომ შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით რამდენიმე საკითხად შეიძლება ჩამოვაყალიბოთ მთავარი ცვლილებები.

 


„პირველი არის ის, რომ ჯანდაცვა და სოციალური მიმართულება მთავრობის მიერ აღიარებული იქნა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად, რაც გამოიხატა შესაბამის საბიუჯეტო ცვლილებებში.

მეორე - ჯანდაცვა პრივილეგიიდან გადაიქცა თითოეული ადამიანის უფლებად.მესამე არის ის, რომ ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევები საზოგადოებრივ ჯანდაცვაში, როგორიც არის ინფექციური სნეულებები, კერძოდ С ჰეპატიტი, ჩამოშორდა მიუწვდომელ მიზანს და გახდა აბსოლუტურად რეალურად შესრულებადი ამოცანა", - განაცხადა დავით სერგეენკომ. 

 

 

მისივე თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სოციალური დახმარება, რომელიც ხშირად გამოიყენებოდა, როგორც პოლიტიკური ზემოქმედების ინსტრუმენტი, მთლიანად დაიცალა პოლიტიკური შემადგენლისგან.

 

 

 

 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016