reportiori.ge - „Amnesty International“: რუსეთის ავიაიერიშებს სირიაში 200 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 13:18
მსოფლიო
„Amnesty International“: რუსეთის ავიაიერიშებს სირიაში 200 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტორი:
23 დეკემბერი, 2015. 11:10



„Amnesty International"-ის ანგარიშის თანახმად, რუსეთის ავიაიერიშებს სირიაში 200 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.



უფლებადამცველი ორგანიზაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსეთის ავიადარტყმებს ასევე მასშტაბური და გაუმართლებელი ნგრევა მოჰყვა. „Amnesty International"-მა რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ 30 სექტემბრიდან 29 ნოემბრამდე პერიოდში, სირიის ხუთ რეგიონში განხორციელებული 25 ავიაიერიშის მონაცემები გააანალიზა. ორგანიზაციის ანგარიშში გამოყოფილია ექვსი ისეთი საჰაერო შეტევა, როდესაც ათობით მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა, თუმცა თვითმხილველების ინფორმაციით, არანაირი სამხედრო სამიზნე მიმდებარე ტერიტორიაზე არ ყოფილა. ძირითადად, საჰაერო დარტყმები განხორციელდა საცხოვრებელ სახლებზე, საავადმყოფოზე, ბაზარსა და მეჩეთზე.



„Amnesty International" მიიჩნევს, რომ რუსეთმა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები სერიოზულად დაარღვია.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016