reportiori.ge - ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 18:32
პრეს-დაიჯესტი
ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებები
ავტორი:
23 დეკემბერი, 2015. 14:20



07. წინათქმის მაგიერ: კვლავ პირში გახლით ხისტად - გამსახურდიამ თავი მოიკლა!


იმთავითვე, როდესაც საქართველოში უკვე დაწყებული პუტჩისა და სახელმწიფო გადატრიალების პერიოდში ზვიად გამსახურდიას მხარეს დავდექი - ყველაზე სუსტი და წამგებიანი პოზიცია დავიკავე, ურყევად ვიდექი და ვიცავდი.


როდესაც თბილისში დამარცხებული ზვიად გამსახურდია გაიხიზნა საქართველოდან და დროებით ჩეჩნეთს შეეკედლა - მას შევუერთდი - ყველაზე სუსტი და წამგებიანი პოზიცია დავიკავე, ურყევად ვიდექი და ვიცავდი.


როდესაც რუსეთის ბალტინის საინტერვენციო ძალებისგან დამარცხებული ზვიად გამსახურდია კვლავ გაიხიზნა და სამეგრელოში დაეხეტებოდა გამარჯვების მომტანი სიკვდილის ძებნაში, მას შევუერთდი - ყველაზე სუსტი და წამგებიანი პოზიცია დავიკავე, ურყევად ვიდექი და ვიცავდი.


როდესაც ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა და გარდაცვალების გარემოებების საკითხი დადგა - მაშინაც ყველაზე სუსტი და წამგებიანი პოზიცია დავიკავე, მასზე ურყევად ვდგავარ და ვიცავ: ვამტკიცებ რომ - ზვიად გამსახურდიას სიკვდილის ჟამს, სასიკვდილო გასროლის წამს - იმ ოთახში, მის უშუალო სიახლოვეს, რაიმე იარაღით მისაწვდომ მანძილზე მხოლოდ მე ვიყავი და სხვა არავინ სასროლ მანძილსა და პოზიციაში არ ყოფილა.


ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებიდან გასული მთელი დროის განმავლობაში, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების შედეგები ადასტურებდნენ, რომ გამოკითხულთა არანაკლებ 75%-ს მხოლოდ მკვლელობის ვერსიის მიღება შეუძლია, მკვლელობის ვერსია სჭირდება და სწყურია - რადგან „გამსახურდია თავს არ მოიკლავდა"!


ახლაც - როდესაც სიცრუის კიდევ ერთი გოდოლი ააგეს „საპარლამენტო" კომისიის დასკვნის სახით - მე ისევ და როგორც ყოველთვის, ჩემს სიმართლეში ჯიუტად და მტკიცედ დარწმუნებული - მარადჟამს და კვლავ ყველაზე სუსტ და წამგებიან პოზიციაზე ვდგავარ მტკიცედ, ურყევად და მას ვიცავ - ჩემს და ჩემი თანამებრძოლების, გარდაცვალების მოწმეების სიმართლეში ვნებიანად დაეჭვებულ საზოგადოებრიობას კვლავ პირში ვახლი ხისტად: ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა!


ყველასა და ყოველს - ვისაც ცილისწამების ჟინი და ვნება გიდუღთ - გეპატიჟებით, მე დამწამოთ ცილი მკვლელობაში - ჩემი პოზიცია ყველაზე სუსტი და წამგებიანია!


არაერთმა - კიტოვანმა, ხაინდრავამ, სხვებმა უკვე დასძლიეს ეს პრობლემა, წინაღობა... - მაგალითი სახეზეა... - შეუერთდით „მამულიშვილებს"...



ზვიად გამსახურდიას მთავრობის პრემიერ-მინისტრი

საქართველოს რესპუბლიკის ემიგრაციული მთავრობის

პრეზიდიუმის თავმჯდომარე

ბესარიონ გუგუშვილი

 

2011 4 მარტი



https://zg1993.wordpress.com/2013/04/13/07/



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016