რომის ერთ-ერთ ყველაზე სიმბოლურ და ღირშესანიშნავ ციხესიმაგრეში, კასტელ სანტ'ანჯელოში, პაოლინას უნიკალურ დარბაზში, საქართველოს საელჩოსა და იტალიური გამომცემლობა ჯულიანო ლადოლფის ორგანიზებით გაიმრთა დათო მაღრაძის პოეზიის კრებულის „ექოს" პრეზენტაცია.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ იტალიელი გამომცემლები, ლიტერატურის კრიტიკოსები, ჟურნალისტები და იტალიასა და ვატიკანში აკრედიტებული დიპლომატები.
კრებული იტალიურ ენაზე თარგმნა იტალიაში მოღვაწე ჟურნალისტმა და ფილოლოგმა, მილანის ქართული კულტურის საზოგადოების „სამშობლო გულით სატარებლის" თავმჯდომარემ, ქალბატონმა ნუნუ გელაძემ.
მოწვეულ სტუმრებს მიესალმა იტალიაში საქართველოს ელჩი კახა სიხარულიძე.
დათო მაღრაძის პოეზიასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს ბატონიშვილმა ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელმა და გამომცემელმა და ლიტერატურულმა კრიტიკოსმა ჯულიანო ლადოლფიმ.
დამსწრე საზოგდოებისათვის ლექსები წაიკითხეს ავტორმა და ახალგაზრდა იტალიელმა მსახიობმა ჯულიანო გრეკომ.
პრეზენტაციის დასასრულს, კასტელ სანტ'ანჯელოს ერთ-ერთ ტერასაზე გაიმართა მიღება, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული ღვინო.