reportiori.ge - ჯამბულ გამცემლიძე: შვილმოკლულ მშობლებს სულში ჩაგვაფურთხეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:08
სამართალი
ჯამბულ გამცემლიძე: შვილმოკლულ მშობლებს სულში ჩაგვაფურთხეს!
25 დეკემბერი, 2015. 17:32

 

 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლე ლევან მურუსიძე ახალი ვადით აირჩია. 2008 წელს მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა - ჯამბულ გამცემლიძე „რეპორტიორთან" საუბრისას ამბობს, რომ  ძალიან შეურაცხყოფილი და განადგურებულია, რადგან ის მოსამართლეები, რომლებმაც უსამართლობა დაამკვიდრეს ქვეყანაში, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დააბრუნა.


„მე დღეს გახლდით აქციაზე, სადაც პროტესტს გამოვთქვამდით მურუსიძის დანიშვნასთან დაკავშირებით. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ მურუსიძე უკვე არჩეულია და თითქმის  ყველამ მისცა ხმა გარდა  უზენაესი სასამართლოს თავჯდომარისა. ვინც ხელი ასწია და ხმა მისცა მურუსიძეს, მათ სულში ჩაგვაფურთხეს შვილმოკლულ მშობლებს. ძალიან შეურაცხოფილი და განადგურებული ვარ, რადგან ის მოსამართლეები, რომლებმაც უსამართლობა დაამკვიდრეს ამ ქვეყანაში, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ისევ დააბრუნა. ამის წინააღმდეგ ვიბრძოდი მთელი ჩემი არსით, მაგრამ დღეს ყველას გვამცნეს, რომ სამართალი არასდროს აღარ იარსებებს ქვეყანაში. ახლა არ ვიცი რას მოვიმოქმედებ. სადაც  არ არის სამართალი, არ არის მშვიდობა!" - ამბობს ჯამბულ გამცემლიძე.  





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016