reportiori.ge - ია მეტრეველი: გაოცებული ვარ მურუსიძის თავხედობითა და უტიფრობით!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:05
პოლიტიკა
ია მეტრეველი: გაოცებული ვარ მურუსიძის თავხედობითა და უტიფრობით!
25 დეკემბერი, 2015. 19:18


იუსტიციის საბჭოს მიერ ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევა შემაშფოთებელია ია მეტრეველისთვისაც. „რეპორტიორთან" საუბრისას მეტრეველი ამბობს, რომ კიდევ ერთხელ დარწმუნდა - სასამართლო არ იქნება სამართლიანი. მისივე თქმით  საბჭო, რომელმაც მურუსიძე აირჩია აუცილებლად უნდა დაიშალოს და შემადგენლობაში ღირსეული მოსამართლეები უნდა იყვნენ.

 

„შეშფოთებული ვარ ამ ფაქტით. არ ველოდი მურუსიძის არჩევას მოვლენებიდან გამომდინარე, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ქალბატონი ირინა ენუქიძე დაჯილდოვდა თამარ მეფის ორდერით. გაოცებული ვარ მურუსიძის თავხედობითა და უტიფრობით, მას  თვითონ უნდა მოეხსნა თავისი კანდიდატურა. მთავრი ისაა, რომ მურუსიძეს საერთოდ არ აინტერესებს საზოგადოების აზრი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სასამართლო არ არის და არ იქნება სამართლიანი, რადგან საბჭოდან ათმა ადამიანმა დაუჭირა მხარი და ყველა, ვინც ემხრობა ლევან მურუსიძეს ჩემს თვალში წარმოადგენენ ნაციონალების დროინდელ უსამართლო მოსამართლეებს. 

 

სამართლიანობის აღდგენის შეგრძნება დავკარგე, რადგა არ შიძლება ასეთი მოსამართლეები, რომლებმაც ასი ათასობით ადამიანს ცხოვრება დაუნგიეს კვლავ რჩებოდნენ სასამართლოში. საუბედუროდ ვხედავთ, რა რეალობის წინაშე ვდგავართ.

 

მიუხედავად საზოგადოების მოთხოვნისა და ამდენი კრიტიკისა მურუსიძის მიმართ, მაინც მოხდა მისი დანიშვნა.

 

ჩემთვის გაუგებარია, თუნდაც „ქართული ოცნების" იმ სამი წევრის პოზიცია, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მურუსიძეს. ეს საბჭო აუცილებლად უნდა დაიშალოს და შემადგენლობაში უნდა იყოს ღირსეული მოსამართლეები, რომლებიც არ გასვრილან სააკაშვილის რეჟიმის დროს დანაშაულებებში", - ამბობს ია მეტრეველი.




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016