საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ღარიბაშვილი,მეუღლესთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებისდღესთან დაკავშირებით გამართულ სადღესასწაულო ლიტურგიას დაესწრო.
უწმინდესისა და უნეტარესის თქმით, უფალს ძალიან უყვარს საქართველო და მისი შეწევნით 38 წლის მანძილზე ბევრი რამ გაკეთდა.
"მე ვმადლობ უფალს მისი დიდი წყალობისათვის. ამ წლების მანძილზე მე მუდამვგრძნობდი უფლის სიახლოვეს, რომელსაც უჭირავს ჩემი ხელი და მატარებს ურთულესგზებზე. უფალს ძალიან უყვარს საქართველო და მთელი მსოფლიო, ძალიან ხშირადგვიგზავნის განსაცდელებს, მაგრამ არასდროს არ გვშორდება. წყალობა უფლისა დამადლი ღვთისა გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. დალოცვილი დაგახარებული გამყოფოთ მამაზეციერმა", - განაცხადა ილია მეორემ ქადაგების დროს.
სამების საკათედრო ტაძარში, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, იმყოფებოდნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და მისი მეუღლე, ასევე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი. საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქმა ისინი ამბიონზე მიიწვია და დალოცა.
დღეს უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ინტრონიზაციის 38-ე წელიშესრულდა. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლისსაკათედრო ტაძარში მოხდა.