reportiori.ge - მამუკა არეშიძე ასახელებს მინისტრებს, რომლებსაც საკადრო ცვლილებები არ შეეხებათ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:35
პრეს-დაიჯესტი
მამუკა არეშიძე ასახელებს მინისტრებს, რომლებსაც საკადრო ცვლილებები არ შეეხებათ
ავტორი:
26 დეკემბერი, 2015. 10:18


„თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრობა არ მგონია კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, მაგრამ მისი საგარეო საქმეთა მინისტრობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება", - აღნიშნული განცხადება ექსპერტმა მამუკა არეშიძემ „ალიასთან" ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, საუბარი იყო, რომ გიორგი კვირკაშვილს თინა ხიდაშელი შეცვლიდა, მაგრამ არეშიძის ვარაუდით, ეს ასე არ მოხდება. ამასთან, ექსპერტი იმ მინისტრებსაც ასახელებს, ვისაც საკადრო ცვლილებები არ შეეხებათ.


„აქვე გეტყვით, რომ ჯერჯერობით ნაადრევია კონკრეტული გვარების დასახელება, ვინ შეცვლის განათლების, კულტურის, ფინანსთა და შერიგების მინისტრებს. ნოდარ ხადური ის ფიგურაა, რომლის შეწირვა მოხდება კლასიკურად, ბევრი მიზეზის გამო, ერთ-ერთი მიზეზი ლარის დევალვაციაა. ის საზოგადოებაში დიდ აგრესიას იწვევს, სწორედ ამ ტიპის მინისტრებმა წარმოშვეს დიდი აგრესია საზოგადოებაში, ამიტომაც გახდა საჭირო მათი მოცილება. შესაძლოა კიდევ რამდენიმე მინისტრი აღმოჩნდეს ამ ბადეში. გასაგები მიზეზების გამო, მათ ვერ დავასახელებ... ახლა გეტყვით ვინ იქნება ხელშეუხებელი მინისტრი. ესენი გახლავთ: კახა კალაძე, ნოდარ ჯავახიშვილი, დავით სერგეენკო და კახა კახიშვილი", - განაცხადა არეშიძემ.



წყარო: გაზეთი „ალია"

 

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016