ძალიან სამწუხარო ამბავი მაცნობეს ახლა...
ყოფილი პარლამენტარი, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტირად ჩაბმული მოღვაწე - ბეჟან ხურციძე გარდაცვლილა.
უეცრად!
ძალიან, ძალიან სამწუხაროა!
ჭაბუკობის ასაკიდან ვიცნობდი.
გულიანი კაცი იყო. გვერდში მდგომი. ნაღდი მეგობრობა იცოდა...
"ვიღაც" ეგებ არცთუ კომფორტულად გრძნობდა მასთან ურთიერთობაში თავს, მაგრამ... მე. მისი გაკეთებული ბევრი კარგი საქმე და სიკეთე მინახავს.
...ერთხელ დავურეკე და ვუთხარი, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მისაღებ გამოცდები ჩააბარა ორმა ძმამ, მისი მშობლიური ვანიდან. ძალიან ნიჭიერები. მაგრამ ოჯახს არ ქონდა ორი სტუდენტი შვილის სწავლის დაფინანსების საშუალება. და ერთი მათგანი "გარეთ" უნდა დარჩენილიყო. მივეშველოთ-მეთქი.
ერთადერთი შეკითხვა: რამდენი მაქვს დროო!!!!
სამ საათში სტუდბილეთების გადაცემა დაიწყება-მეთქი.
ბავშვს სტუდბილეთი გამოუწერეთ, სიტყვაზე მენდეო.
რა თქმა უნდა ვენდე.
სტუდბილეთების გადაცემის ცერემონიალის დაწყებამდე უნივერსიტეტის სალაროში თანხის შეტანა მაინც მოასწრო. ბოლომდე, სწავლის დამთავრებამდე ყავდა ყურადღების ქვეშ ის ყმაწვილები. მემადლიერებოდა, ეს რა კარგი ბიჭები "ჩამაბარეო"!
სხვაც ბევრი რამ მაქვს მოსაგონარი.
"აქაც კაი კაცი იყო, იქ ნათელი დაადგესა!"
„რეპორტიორი" ბეჟან ხურციძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.