reportiori.ge - დავით უსუფაშვილი: ღარიბაშვილი, უსუფაშვილი თუ ივანიშვილი ერთადერთნი და განუმეორებლები არ არიან...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:20
პრეს-დაიჯესტი
დავით უსუფაშვილი: ღარიბაშვილი, უსუფაშვილი თუ ივანიშვილი ერთადერთნი და განუმეორებლები არ არიან...
ავტორი:
28 დეკემბერი, 2015. 10:36


პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მკვიდრდება პრაქტიკა, როდესაც მმართველებს პოსტიდან წასვლა არ უჭირთ, თუკი აცნობიერებენ, რომ მათ დაწყებულ საქმეს სხვა უფრო ეფექტურად გააგრძელებს.



პრემიერის თანამდებობიდან ბიძინა ივანიშვილის გადადგომის შემდეგ ქვეყანაში პრეცედენტი შეიქმნა - თუ პოლიტიკოსები, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, თანამდებობის მოსაპოვებლად და შემდეგ მის შესანარჩუნებლად წესების გარეშე იბრძოდნენ, 2012 წლიდან ქვეყანამ აბსოლუტურად განსხვავებული ცხოვრება დაიწყო.

 

ორი წლის განმავლობაში ღარიბაშვილმა წარმატებებს მიაღწია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, თუმცა, ამასობაში არჩევნები მოახლოვდა - წელიწადზე ნაკლები გვრჩება, რომ კოალიცია არჩევნებისთვის უკეთ მოვამზადოთ. როგორც სპორტში, ისე ბიზნესსა თუ პოლიტიკაში, გარკვეულ ეტაპზე ცვლილება აუცილებელია, რომ ხალხმა ახალი იდეები დაინახოს. თანაც ეგოისტური ფაქტორიც გასათვალისწინებელია - ნებისმიერ ჩვენგანს უნდა, ქვეყანაში თავაწეულმა იაროს. ადამიანები ხშირად მაშინ იღებენ კარიერულ პაუზას, როდესაც თავს წარმატებულად თვლიან.


ბუნებრივია, ბოლო ორი წლის განმავლობაში ქვეყნის მიღწევებსა თუ ჩავარდნებში მისი წვლილიც არის.

 

მმართველობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენისას მან ისაუბრა იმ მიმართულებებზე, სადაც მეტი მუშაობაა საჭირო. საერთოდ, ღარიბაშვილი, უსუფაშვილი თუ ივანიშვილი ერთადერთნი და განუმეორებლები არ არიან - მჯობზე მჯობი არასოდეს დაილევა. დარწმუნებული ვარ, ირაკლი ღარიბაშვილსაც გაუხარდება, თუ ქვეყანას მასზე უკეთესი პრემიერი ეყოლება. მისი გადადგომა ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, ვიცოდი, რომ ამ ნაბიჯზე ფიქრობდა. რაც შეეხება საზოგადოებას, ასეთი გადაწყვეტილება არც ერთ ქვეყანაში საჯარო განხილვის საგანი არ ხდება. ირაკლი სწორად მოიქცა, თავისი გადადგომა ხანგრძლივი განხილვისა და მითქმა-მოთქმის თემად რომ არ აქცია.


პოლიტიკაში მითქმა-მოთქმა გარდაუვალია, თუმცა ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა კონკრეტულ ფაქტსა თუ მოვლენას არ უკავშირდება. ამ მხრივ, მხოლოდ ორი ფაქტორია მნიშვნელოვანი - პარლამენტმა ბიუჯეტი მიიღო, შესაბამისად, მომავალი წლის სამოქმედო გეგმა მზად არის; მეორე კი გახლავთ ვიზალიბერალიზაციის საკითხი.

 

არ იქნებოდა სწორი, ირაკლი ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე გადამდგარიყო", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.




წყარო: კვირის პალიტრა

მოამზადა ნათია ცუხიშვილმა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016