reportiori.ge - „ავტოგოლში“ ვის ვგულისხმობ, ვფიქრობ, გასაგებია...“ - ინტერვიუ ბერა ივანიშვილთან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:26
პრეს-დაიჯესტი
„ავტოგოლში“ ვის ვგულისხმობ, ვფიქრობ, გასაგებია...“ - ინტერვიუ ბერა ივანიშვილთან
ავტორი:
28 დეკემბერი, 2015. 13:17


„ჩემი ძმა უტა საფრანგეთში სწავლობს, ჩემი დაიკო - ამერიკაში, ახალ წელს ყველანი ვიკრიბებით, ეს ჩვენი ოჯახური ტრადიციაა"

 

ბერა ივანიშვილის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია. ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი, აქტიურად არის ჩართული მუსიკალურ საქმიანობაში და თავისი შემოქმედებით ზოგჯერ პოლიტიკურ განცხადებებსაც აკეთებს. ყველაზე დამაინტრიგებელი მისი სიმღერებიდან „ავტოგოლია"... 2015 წელს ბერამ სოციალურ ქსელში „კიდევ ერთი ავტოგოლი" გაავრცელა...


ვის გულისხმობს მეორე ავტოგოლში, როგორ აღნიშნა 21 წლის იუბილე, რას ფიქრობს ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომასა და სხვა აქტუალურ საკითხებზე, ბერა ივანიშვილის ექსკლუზიური ინტერვიუდან შეიტყობთ.


„ჩემპიონი"


- რამდენიმე დღის წინ გავრცელდა თქვენი ახალი სიმღერა „ჩემპიონი", ვის ეძღვნება?


- მოგეხსენებათ, მუსიკის შემდეგ ჩემი დიდი გატაცება სპორტია. ვფიქრობდი, დამეწერა ისეთი სიმღერა, რაც საუნდტრეკი გახდებოდა სავარჯიშო დარბაზში. ასე შეიქმნა „ჩემპიონი". ადამიანი თავის საქმეში ჩემპიონი უნდა იყოს...


- სიმღერებში ხშირად იყენებთ სიტყვას „ნამდვილები"...


- გულწრფელობა და სინამდვილე ყველაფერში მთავარია, მე და ჩემი გულშემატკივრები ამას ვაცნობიერებთ. სიტყვა „ნამდვილები" ჩემს სიმღერებში გავაჟღერე და ფანებმა აიტაცეს, ასე გახდა ტრენდი.


 „ბევრი არ იმსახურებს ყურადღებას"


- ვინ იგულისხმეთ სიმღერაში „ავტოგოლი"?


- პირველი ავტოგოლი ვისაც ეხებოდა, კარგად იცით. რაც შეეხება მეორეს, მგონი გასაგებია, ვისაც ვგულისხმობ. არ დავასახელებ, რადგან ინტრიგას დავუკარგავ... როგორც ჩემს სიმღერაშია, ბევრი ადამიანი არ იმსახურებს ჩვენს ყურადღებას. მე ჩემს ქვეყანაში რეალობაზე, ჩემი თანატოლების სიმართლეზე ვმღერი. არსებობს თემები, რაც მაწუხებს... ჩემი შემოქმედება სიმართლეზეა დაფუძნებული და სულერთია, რომელი ხელისუფლება იქნება სათავეში, ვიმღერებ იმაზე, რაც გულში მიდევს...


- ამბობენ, რომ თქვენი რეპი პოლიტიკურია და წინასაარჩევნოდ მღერით...

 

- გააჩნია, რას ეძახით პოლიტიკაზე სიმღერას. პოლიტიკის სპეციალისტი არ ვარ, მე იმას ვმღერი, რაც ჩემთვის და ჩემი გულშემატკივრებისთვის ნამდვილია...


 „ყალბები ბერასთან ვერ გადიან ფეისკონტროლს"


- ბევრჯერ შემცდარხართ ადამიანებში?


- შეუცდომელი ადამიანი არ არსებობს და არც მე ვარ გამონაკლისი. მქონია იმედგაცრუება, მაგრამ ვცდილობ, ირგვლივ ნამდვილი ადამიანები მყავდეს. ყალბები ბერასთან ვერ გადიან ფეისკონტროლს.


„წინ დიდი გზაა..."

 

- როგორ შეაფასებთ გასულ 2015 წელს?


- 6 თვე ვიყავი ამერიკაში, რთული იყო ოჯახისგან შორს ყოფნა, მით უმეტეს დროის სხვაობაა ძალიან დიდი, ისეთი, რომ სხვა პლანეტაზე მეგონა თავი. ახლა ჩემს ოჯახთან დაკარგულ დროს ვინაზღაურებ - ჩემს ძმასთან, პატარა თეთრ დათვთან ერთად ფილმებს ვუყურებ. მარველის ყველა სუპერგმირი ვნახეთ. ახლა ვფიქრობ, კიდევ რას ვუყუროთ - შეიძლება ჯეიმს ბონდზე გადავიდეთ და არც ვიცი, მოეწონება თუ არა... ყოველდღე ვუკრავ ფორტეპიანოზე, გიტარაზე, დასარტყამ ინსტრუმენტებზე. ახალ სიმღერებს ვწერ, მოკლედ, მომავალ წელს ვგეგმავ...


- კმაყოფილი ხართ განვლილი წლით?


- შემოქმედებითად კმაყოფილი ვარ - 2015 წელი ჩაწერებს დავუთმე. თუმცა, იშვიათად ვარ კმაყოფილი სტუდიური საქმიანობით, იდეალისტი ვარ და დეტალებს ვანიჭებ უპირატესობას. სწორედ დეტალები შეადგენს სრულყოფილებას. 2016 წელს ჩემი ბევრი ახალი სიმღერა გამოვა, კლიპის გადაღებასაც ვგეგმავ. წინ დიდი გზა გვაქვს, იმედია, ახალ გულშემატკივრებსაც შევიძენ.


 „ჩემი შორეული ახლობლები"

 

- რამდენიმე დღის წინ 21 წლის გახდით, შეძელით იმის გაკეთება, რაც გინდოდათ?


- შევძელი თუ არა, რთული ასახსნელია. ბევრად მეტის გაკეთება მინდა და კიდევ ბევრი უნდა ვიმუშაო საკუთარ თავზე.


- როგორ აღნიშნეთ დაბადების დღე?


- ოჯახის წევრებთან ერთად აღვნიშნე, ჩემი გულშემატკივრებიც მოვიდნენ და ტორტი მომიტანეს. ბოლო 4-5 წელია, ასე ხდება. ასეთ დროს თავს უხერხულად ვგრძნობ, რადგან ჩემი დაბადების დღე არ მიმაჩნია ისეთ მოვლენად, რომ ხალხი შეწუხდეს. დიდ მადლობას გადავუხდი ჩემს გულშემატკივრებს. მათ ფანებს არ ვუწოდებ, ისინი ჩემი შორეული ახლობლები არიან. ხშირად ბევრ ახლობელზე მეტად მიდგანან გვერდით. ყოფილა დღეები, განსაკუთრებით ამერიკაში ყოფნისას, როცა ჩემები მენატრებოდა და სევდიან განწყობაზე ვიყავი, ამ დროს სწორედ მათ გზავნილებს მოუცია დიდი ძალა... დაბადების დღე ოჯახის წევრებმაც ტორტით მომილოცეს და მიმღერეს Happy birthday. დაბადების დღის საჩუქარს ახალ წელს მივიღებ...


ახალი წელი ივანიშვილებთან

 

- როგორ აღნიშნავს ივანიშვილების ოჯახი ახალ წელს?


- ყოველ ახალ წელს ვიკრიბებით. ეს ჩვენი ოჯახური ტრადიციაა. ჩემი ძმა უტა საფრანგეთში სწავლობს, ჩემი დაიკო - ამერიკაში, ახალ წელს ყველანი ვიკრიბებით.


- ამბობენ, უტა პოლიტიკაში მოსვლას აპირებსო, მართალია?


- უტას პოლიტიკური ამბიციები არა აქვს. კარგად სწავლობს, დანარჩენზე თავად ისაუბროს...


 „ცოტა ხნის წინ ირაკლი ღარიბაშვილის გაბრიელი მოვნათლე"

 

- როგორ შეაფასებთ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას?


- ადამიანურად დადებითად ვაფასებ. მას არავინ ლანძღავს, ჩვენთან დემოკრატია ყალიბდება და მისი გადადგომაც ამის დასტურია. ეს ჩვენს მეგობრობაზე არ აისახება. ცოტა ხნის წინ მისი გაბრიელი მოვნათლე, მეგობრობის გარდა, ირაკლისთან ნათელმირონობაც გვაკავშირებს.


 „ოჯახის ღირსებას დავიცავ!"

 

- თქვენს ოჯახზე ათასგვარი ჭორ-მართალი ვრცელდება, რა რეაქცია გაქვთ ჭორებზე?

 

- ჭორებს სერიოზულად არ აღვიქვამ. ოჯახი ყველაზე წმინდაა. ხშირად ისეთ ხალხთან გვაქვს საქმე, ვისაც მორალი არ გააჩნია და ოჯახის შეგრძნება არა აქვს, ნებისმიერ რამეს იტყვიან. ოჯახის ღირსების დასაცავად ყველაფერს გავაკეთებ. არ შევარცხვენ ჩემს ოჯახს, ის საამაყოა ჩემთვის!


 „პირველად ვამბობ საჯაროდ"

 

- როდემდე რჩებით საქართველოში?


- იანვრამდე დავრჩები. პირველად ვამბობ საჯაროდ - NEXT-ის წევრი გავხდი. ისინი იზრუნებენ ჩემს იმიჯზე, განვითარებაზე... პარიზში „ფეშენ ვიკზე" ვიყავი ნეშ გრიერთან ერთად, სწორედ ამის შემდეგ დამიკავშირდა NEXT-ის წარმომადგენლობა და გავაფორმეთ კონტრაქტი ამ წარმატებულ სააგენტოსთან.


„ჩემი გული თავისუფალია"

 

-- თბილისში ჭორი დადის, რომ მოდელ თაკო ნაცვლიშვილზე ხართ შეყვარებული.

 

- სიმპათია რომ მქონდეს, რატომ დავმალავ?  მეც გამიგია ეს ჭორი და საიდან მოდის, არ ვიცი. მასთან შეხება არ მქონია, მგონი, მხოლოდ კლიპის კასტინგზე მყავს ნანახი, ეგეც არ მახსოვს კარგად. ჩემი გული თავისუფალია.

 

 

 

თამარ ბოჭორიშვილი

გაზეთი „კვირის პალიტრა"

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016