reportiori.ge - ახალი წლის შემდეგ კომპრომატების ომის დაწყება ანონსდება - ვის დაიჭერენ და ვინ გადაირჩენს თავს?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:34
პრეს-დაიჯესტი
ახალი წლის შემდეგ კომპრომატების ომის დაწყება ანონსდება - ვის დაიჭერენ და ვინ გადაირჩენს თავს?
ავტორი:
28 დეკემბერი, 2015. 14:32


მამუკა არეშიძე კომპრომატების ომს აანონსებს. მისი განმარტებით, საარჩევნო ციკლში ბევრს სირცხვილის ბოძზე გააკრავენ. ამ თემით „პაიმტაიმი" დაინტერესდა. რა სახის კომპრომატებზეა საუბარი, ვის წინააღმდეგ იქნება ის მიმართული და ვის ხელშია


კომპრომატები. ამ და სხვა საკითხებზე „პრაიმტაიმს" მამუკა არეშიძე ესაუბრა.


- პოლიტიზებული ამომრჩევლებისთვის სარჩო იქნება იმ საქმეების გახსნა, რასაც საზოგადოება მოითხოვს ხელისუფლებისგან - მკვლელობები, ცნობილი ექსპროპრიაციები და სხვა ამდაგვარი, და ეს აუცილებლად მოხდება.


- მთავარმა პროკურორმა „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში დააანონსა ცნობილი საქმეების მასალების მხოლოდ გასაჯაროება და არა გახსნა. მან მარტო ბესიკ ხარძიანის მკვლელობაზე განმარტა - ყველფერი დადგენილიაო...

 

- მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ნელ-ნელა მოხდება სხვა საქმეების გახსნაც. დაანონსებაც და იმის შეხსენებაც, რომ ეს დანაშაულები ჩაიდინა „ნაციონალურმა მოძრაობამ". როგორც ჩანს, ამ პროცესს ჟვანიას საქმეც გაივლის...


- მგონია, აღარავის სჯერა ჟვანიას საქმის გახსნის.

 

- გოგლა ჟვანიამ ბოლო დროს გააკეთა განცხადება, რომ ახალი მოწმე გამოჩნდა...


- მსგავს განცხადებებს შარშანაც აკეთებდა ის და შარშანწინაც...

 

- ამ შემთხვევაში კონკრეტულად ჟვანიას საქმის გახსნას არ ვუსვამ ხაზს. ფაქტია, რომ საქმეები გაიხსნება, სხვა ადამიანები მიეცემიან პასუხისგებაში. არ არის გამორიცხული, ესენი ოპოზიციის საკვანძო ფიგურებიც იყვნენ. შეიძლება ზოგიერთი მათგანი გისოსებს მიღმა ვერ ვიხილოთ, რადგან დეპუტატები არიან, თუმცა სირცხვილის ბოძთან მაინც დააყენებენ.


- ამ კომპრომატების ორთაბრძოლაში ისევ ორი პოლიტიკური ძალა იქნება მთავარი მოთამაშე?

 

- ბუნებრივია,  თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი კომპრომატები სხვა პოლიტიკური ძალის მიმართაც იქნა გამოყენებული. მურუსიძის თემა, რომელიც ახლა გაჩნდა, დიდხანს არ დამთავრდება და დიდხანს იქნება წამოსაძახებელი, რასაც თავისი ლოგიკაც აქვს. ის, მართალია, იუსტიციის საბჭომ აირჩია, მაგრამ ეს იუსტიციის საბჭო უბრალო ადამიანისთვის ხელისუფლებასთან ასოცირდება.


-  თავის დროზე, ამბობენ, კასრების საქმით დათა ახალაიამ გადაირჩინა თავი, მესხელთან ასოცირდება ციხის კადრები, კოდუასთან - ბოლოდროინდელი ინტერნეტკომპრომატები კოლომოისკის გავლით... თქვენი აზრით, ვინ შეიძლება კიდევ მსგავსი მეთოდით გადაირჩინოს თავი სააკაშვილის გუნდიდან და დაეხმაროს ამ ხელისუფლებას კომპრომატების ომში?

 

- გვარები, ვინც ჩამოთვალეთ, აისბერგის თავია. ამ აისბერგის ძირში უამრავი სხვა ადამიანი იდგა, ვისაც გარკვეული წვრილ-წვრილი თუ მსხვილ-მსხვილი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, სადაც აისბერგის თავს მონაწილეობა ჰქონდა მიღებული. ამ ადამიანთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ თანამდებობებზეა ზუსტად იმიტომ, რომ საკუთარ მდგომარეობაში გაცვალეს მათ ხელთ არსებული კომპრომატები.


- ამ ლოგიკით, ძალიან ძლიერი იარაღი უნდა ჰქონდეს ხელისფლებას, რაც პოლიტიკურ სცენას არ ეტყობა...

 

- ეს მასალები შენახულია. შესაბამისი პიარის დაგეგმვის შემთხვევაში მოხდება მთელი ამ მასალების კონცენტრაცია და ერთი მიმართულებით გაშვება. ასე ხდება ყველგან, ყველა ხელისუფლება და ოპოზიცია იყენებს ამ მექანიზმს და საქართველო გამონაკლისი ვერ დარჩება.


- რატომ ჩაცხრა ტემპი უკრაინული კომპრომატებისა?

 

- არ ჩამცხრალა ეს ტემპი, უბრალოდ, კომპრომატების დემონსტრირება არ ხდება. ამ ეტაპზე, შესაბამის მომენტს ელოდებიან. წარმოიდგინეთ, ყოველ დღე რომ მოხდეს ამის ჩვენება, როგორ მობეზრდება ხალხს. პიარტექნოლოგია მთელი ხელოვნებაა. ყველაფერს თავისი დრო და მომენტი სჭირდება. ახლა, ახალი წლების სადღესასწაულო დღეები რომ გადაივლის და წინასაარჩევნო პროცესი დაიწყება, აი, მაშინ დადგება მათი დემონსტრირების დრო. ეს იქნება ყველაზე ცხელი პერიოდი კომპრომატების ომის გასაჩაღებლად. როგორც ჩანს, ჩვენი ყურადღების მიღმა დარჩა ის ფაქტი, რომ უკრაინაში კიდევ გრძელდება ეს პროცესი, ოღონდ იქ ვრცელდება ის კომპრომატები, რასაც უშუალოდ იმ ქვეყანასთან აქვს შეხება. შთაბეჭდილება მრჩება, რომ იგივე ჯგუფის მიერ არის ორგანიზებული ეს კამპანია, რომელმაც თავის დროზე ინტერნეტსივრცეში ქართველი პატიმრების წამების კადრები გაავრცელა. იქ ახლა არის ამის მოთხოვნილება. საქართველოში ასეთი ცხელი პერიოდი გაზაფხულზე დადგება. მაშინ იხილავს დღის სინათლეს, მაგალითად, გოგა ხაინდრავას ფილმი და ა.შ.

 

მარიამ ნადირაძე

გაზეთი „პრაიმტაიმი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016