ქალწული, ლომი, ვერძი, თევზები - ეს ის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნებია, რომლებსაც 2016 წელს ყველაზე მეტად გაუმართლებთ და წარმატებას მიაღწევენ ყველა სფეროში.
„ეს წელი ყველაზე პრიორიტეტული იქნება ქალწულებისთვის, სადაც ახლა უკვე იმყოფება გამარჯვების მმართველი პლანეტა იუპიტერი", - აცხადებს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი, რომლიც „პრაიმტაიმს" წლის ყველაზე წარმატებული ზოდიაქოს ნიშნების შესახებ ესაუბრა.
„ეს წელიწადი ოქტომბრამდე წარმატების მრავალფეროვან შანსებს ჰპირდება ქალწულს , როგორც პირად, ასევე საქმიან ურთიერთობებში", - ამბობს ასტროლოგი.
მისი პროგნოზით, 2016 წარმატებული წელი იქნება კუროსთვისაც. 15 ნომებრიდან მფარველი ანგელოზი, სელენა ინაცვლებს კუროს ზოდიაქოში, რაც რადიკალურად გაზრდის მისი წარმატების შანსს.
ასტროლოგის თქმით, 2016 წლს ფავორიტი იქნება ვერძი. „აპრილიდან ნომებრის 15 რიცხვამდე ვერძის ზოდიაქოს წარმატების შანსი აქვს ნებისმიერ სფეროში: ჯანმრთელობის კუთხით, ბიზნეს-საქმიანობა, კარიერული განვითარება, სასიყვარულო ურთიერთობა", - აცხადებს ცაგარელი.
კიდევ ერთი ფავორტი 2016 წელს არის თევზების ზოდიაქო. ცაგარელის თქმით, თევზებისთვის განსაკუთრებით წარმატებულია წლის პირველი ნახევარი, აპრილის შუა რიცხვებამდე პერიოდი, როცა მფარველი ანგელოზი მის ზოდიაქოშია. წლის მეორე ნახევარი უფრო სტაბილური და საშუალოა. წარმატებულ ნიშნებს შორის არის ლომიც.
წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)