საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი ქვეყანაში არაფორმარული მმართველობის არსებობას უარყოფს და ამბობს, რომ ამ ტერმინს არსებობის უფლება არც აქვს. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, კვირიკაშვილმა ბიძინა ივანიშვილის შესახებ ისაუბრა.
„ვერ გავიზიარებ მოსაზრებას არაფორმალური მმართველობის შესახებ. ამ ტერმინს არსებობის უფლებაც არ აქვს, არანაირი არაფორმალური მმართველობა ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს. თუმცა, ვადასტურებ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის პოლიტიკური გავლენის მქონე ფიგურა. მე არ ვარ არც მისი დამცველი და არც ადვოკატი. ის პოლიტიკაში თავისი ნებით მოვიდა და ასევე წავიდა. მას სიმდიდრე არ მოუხვეჭავს ამ ქვეყანაში. წლების განმავლობაში მილიარდობით დოლარი დახარჯა ქვეყნის, არაერთი ადამიანის კეთილდღეობისთვის თუ კულტურული ძეგლების მდგომარეობის გამოსწორებისთვის. კარგად შეხედეთ ასეულობით ძეგლს რომელიც მან აღადგინა. გთხოვთ, დაინახოთ დადებითი მომენტები მის საქმიანობაში", - მიმართა „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს გიორგი კვირიკაშვილმა.
მოამზადა ალა გრიგალაშვილმა