reportiori.ge - ეკა ბესელია: დავინტერესდები, როგორ მოხდა საკმაოდ მძიმე სასჯელისგან პრეზიდენტის მეუღლის ძმის გათავისუფლება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:34
პრეს-დაიჯესტი
ეკა ბესელია: დავინტერესდები, როგორ მოხდა საკმაოდ მძიმე სასჯელისგან პრეზიდენტის მეუღლის ძმის გათავისუფლება
ავტორი:
29 დეკემბერი, 2015. 10:59



„ეჭვი მაქვს, ალეკო ელისაშვილი თავად იყო ჩართული კორუფციაში", - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს და აქვე აღნიშნავს, რომ აღნიშნულის შესახებ გარკვეული ინფორმაცია გააჩნია, მაგრამ ამ ეტაპზე „მტკიცებით ფორმაში ვერაფერს იტყვის". ამის შესახებ ბესელია „პრაიმტაიმს" ესაუბრა.

 

 „ეჭვი მაქვს, ეს ადამიანი თავად იყო ჩართული კორუფციაში და ჩვენზე თითის გამოშვერით გარკვეულ პრევენციას ახდენს საკუთარი თავის გადასარჩენად. არის ამის შესახებ გარკვეული ინფორმაციები, მაგრამ, მისგან განსხვავებით, ამას მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი, თუმცა აუცილებლად დავინტერესდები. მაგალითად, ხომ არ იყო მისი მხრიდან არაჯანსაღი ინტერესი გამოხატული, როდესაც საკრებულოს დეპუტატის რანგში კონკრეტული პროკურორებისგან ითხოვდა მისი ახლობლის პრობლემის მოგვარებას?! ასევე დავინტერესდები, როგორ მოხდა საკმაოდ მძიმე სასჯელისგან პრეზიდენტის მეუღლის, მაკა ჩიჩუას ძმის განთავისუფლება და ჰქონდა თუ არა ადგილი ზეგავლენით ვაჭრობას.

 

სხვა ფაქტებსაც გამოვიკვლევ. ეს კომისია არავის პირადი კანტორა არ არის და არავინ იფიქროს, რომ პრეზიდენტის ან ელისაშვილის პირადი სივრცეა. მსჯავრდებულმა ზაუტაშვილმა განაცხადა, რომ ელისაშვილი და ქორიძე თავად სთხოვდნენ, დაეწერათ განცხადება შეწყალებაზე და აუცილებლად განიხილავდნენ. ჰპირდებოდნენ, რომ ამ საქმეს დადებითად გადაწყვეტდნენ. გამოძიება ამითაც უნდა დაინტერესდეს. ჩემთვის დღეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, ჩემმა შვილებმა, განსაკუთრებით ჩემმა 11 წლის გოგონამ არ უსმინოს გაუგონარ ცილისწამებას მისი დედის კორუმპირებულობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ბესელიამ. 


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016