reportiori.ge - დავით უსუფაშვილი: ელისაშვილს ჩემთვის რომ მოეწოდებინა ინფორმაცია, პროკურორს საქმის კურსში ჩავაყენებდი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:39
პრეს-დაიჯესტი
დავით უსუფაშვილი: ელისაშვილს ჩემთვის რომ მოეწოდებინა ინფორმაცია, პროკურორს საქმის კურსში ჩავაყენებდი
ავტორი:
29 დეკემბერი, 2015. 11:37



პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა გაზეთ კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილს მისთვის რომ მიეწოდებინა ინფორმაცია, პროკურორს საქმის კურსში ჩააყენებდა.



ელისაშვილს ჩემთვის რომ მოეწოდებინა ინფორმაცია, პროკურორს საქმის კურსში ჩავაყენებდი. მაშინ არ ვიცოდი, რომ ელისაშვილი მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეს შეხვდა. ეს ყველაფერი მძაფრსიუჟეტიან დეტექტიურ სერიალს დაემსგავსა და სიმართლის გარკვევას საკითხის პოლიტიზებამ ხელი შეუშალა.

მანანა კობახიძის შემთხვევაში ღია კარს ვამტვრევთ. 2011 წელს, როდესაცრესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ვიყავი, კობახიძემ მე მომმართა კითხვით, რა კავშირი ჰქონდა ნუგზარ ბოჭორიშვილს ჩვენს პარტიასთან, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი შეწყალებაზე ოფიციალური რეკომენდაციაც გაგზავნა. ვიღაცები გაიძახიან, კოკაინის საქმეზე" დაკავებულების შეწყალების მოთხოვნა როგორ იკადრაო. ციხეში ყველა პატიმარს კონკრეტული დანაშაულის გამო აქვს მუხლი წარდგენილი. აქ საქმე სხვაგვარადაა, კერძოდ, ერთი ადამიანი თვლის, რომ პატიმარი შესაწყალებელია, მეორე კი ფიქრობს, რომ არ არის შესაწყალებელი. კომისიაც იმისთვის არსებობს, ვიღაცის განცხადებას დაეთანხმოს და ვიღაც უარით გაისტუმროს.

შეწყალების სკანდალში მხოლოდ ქრთამის საკითხია გასარკვევი, რაზეც, თუ ვინმეს კონკრეტული ინფორმაცია აქვს, დროულად უნდა განაცხადოს. ელისაშვილმა იქნებ ისიც გვითხრას, რა შინაარსის წერილები მისწერეს. თუ გამოძიებით კონკრეტული დანაშაული არ დადგინდება, ჭორის საფუძველზე დეპუტატისთვის მანდატის ჩამორთმევა სწორი არ იქნება. ჩემს მეორე მოადგილე გია ბარამიძესთანაც უამრავი კითხვა აქვთ, მის გადაყენებას რატომ არ მთხოვენ? თუ მანანა კობახიძის წინააღმდეგ იმაზე მეტი მოისმინა ვინმემ, ვიდრე გია ბარამიძეზე ან თუნდაც ზვიად ძიძიგურზე? ძიძიგური სიკვდილმისჯილთა საკანში იჯდა და, შესაძლოა, ვიღაცები დღესაც ფიქრობენ, რომ მან 90-იან წლებში სასტიკი დანაშაული ჩაიდინა და სიკვდილს იმსახურებს. საკუთარ თავზეც ყოველდღე ისეთ ამბებს ვიგებ, ჭორებს ყურადღება რომ მივაქციო, პარლამენტის თავმჯდომარეობა კი არა, სადმე უნდა გადავიხვეწო", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

 

 

წყარო - კვირის პალიტრა

 


მოამზადა ნათია ცუხიშვილმა





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016