reportiori.ge - რა ქონებას ფლობს ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:35
პრეს-დაიჯესტი
რა ქონებას ფლობს ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი?!
ავტორი:
29 დეკემბერი, 2015. 12:04



საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნა.


"შემოსულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა, რომელიც მე უკვე გადავაგზავნე პარლამენტში დასამტკიცებლად, რათა არ შეიქმნას შეფერხება, ამდენად ამ ორი-სამი დღის განმავლობაში მე მხარი დავუჭირე, როგორც პრემიერ-მინისტრის გადადგომას, ასევე ახალი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის წარდგენას, ახლა უკვე ჯერი საქართველოს პარლამენტზეა", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მხოლოდ დროის საკითხია, რადგან ეჭვი არავის ეპარება, რომ კვირიკაშვილს პრემიერს თანამდებობაზე პარლამენტი დაამტკიცებს. მანამდე კი იმის შესახებ, თუ რა ქონებას ფლობს გიორგი კვირიკაშვილი, თავშივე გეტყვით, რომ მომავალ პრემიერს ჰყავს მეუღლე მაია ცინაძე და ოთხი შვილი - ანა, ნინო, გიორგი და ნიკოლოზ კვირიკაშვილები.


გიორგი კვირიკაშვილს ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2015 წლის 8 იანვარს აქვს შევსებული ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ეკონომიკის მინისტრი იყო. საგარეო საქმეთა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის სახელზეა გაფორმებული 2 საცხოვრებელი სახლი - თბილისში ზოვრეთის ქუჩაზე 190.00 კვ.მ და დუშეთის რაიონში, 250.00 კვ.მ ფართობის სახლები. ასევე მის მფლობელობაშია თბილისში, სამგორის რაიონში მდებარე 34.00 კვ.მ ფართობის.


კვირიკაშვილის სახელზეა გაფორმებული 2 მიწის ნაკვეთი - დუშეთის რაიონში 3450.00 კვ.მ და თბილისში, ზოვრეთის ქუჩაზე 432.00 კვ.მ ფართობის. 2015 წლის 8 იანვრის მდგომარეობით, გიორგი კვირიკაშვილის სახელზე გახსნილი იყო 5 საბანკო ანგარიში, მათგან 4 ბანკ "ქართუში", ერთიც "თი-ბი-სი"-ში. ერთი სახელფასო, დანარჩენი კი საკრედიტო ანგარიშებია.


კვირიკაშვილს ბანკ "ქართუში" გახსნილ სახელფასო ანგარიშზე იმჟამად ერიცხებოდა 150 ლარი. ამავე ბანკში არსებულ სამ სხვადასხვა ანგარიშზე კი: 14000.00 ლარი, 10000.00 აშშ დოლარი და 5000.00 ევრო, ხოლო "თი-ბი-სი"-ში გახსნილ ანგარიშზე ერიცხებოდა 4930.00 აშშ დოლარი.


გრაფაში: "თქვენი, თქვენი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა აღემატება 4 000 ლარს" გიორგი კვირიკაშვილს მითითებული აქვს 3700 ლარი. ბანკ "ქართუში" კვირიკაშვილს 2012 წელს აუღია იპოთეკური სესხი 120 000.00 აშშ დოლარის ოდენობით, რომელის დაფარვის ბოლო ვადა 2022 წლის პირველი ოქტომბერია.


მომავალ პრემიერს 2014 წლის გასავლში მითითებულია აქვს სწავლის საფასური - 9600 ლარი. 2014 წელს კვირიკაშვილს ხელფასის სახით ერთი წლის განმავლობაში აღებული აქვს 81 250 ლარი.



წყარო: კვირის პალიტრა

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016