reportiori.ge - ნინო გოცაძეს, ბოტანიკური ბაღის დირექტორის პოსტზე აღდგენის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეაქვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:03
სამართალი
ნინო გოცაძეს, ბოტანიკური ბაღის დირექტორის პოსტზე აღდგენის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი შეაქვს
ავტორი:
29 დეკემბერი, 2015. 12:24



ბოტანიკური ბაღის ყოფილ დირექტორს, ნინო გოცაძეს სასამართლოში სარჩელი შეაქვს. როგორც გოცაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისი თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა კანონის დარღვევითა და ზეწოლით, ამიტომ, იგი ითხოვს, რომ გაუქმდეს აღნიშნული განცხადება და მოხდეს მისი აღდგენა ბოტანიკური ბაღის დირექტორის პოსტზე.


„30 ნოემბერს დამიბარეს თბილისის მერიაში. შევხვდი დედაქალაქის მერის მოადგილეს, ირაკლი ლექვინაძეს და მან ზეწოლითა და იძულებით მომაწერინა ხელი ბოტანიკური ბაღის დირექტორის თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებაზე. ლექვინაძე ჩემი კარიერისა და პიროვნების განადგურებით მემუქრებოდა.

 

ლექვინაძეს სურდა, რომ ხელი შემეწყო ბაღში სერიოზული დარღვევებისთვის. როდესაც თანამშრომლობაზე უარი განვაცხადე, მან ჩემი თანამდებობიდან გათავისუფლება გადაწყვიტა. მე ხელს ვუშლიდი ლექვინაძეს თავისი მიზნების განხორციელებაში.

 

1 თვე გავიდა და არანაირი რეაგირება ადგილობრივი მთავრობისა და საკრებულოს მხრიდან არ ყოფილა. არ დაინტერესებულან რამდენად სამართლებრივად წარიმართა პროცესები. როდესაც  ეს ყველაფერი ტელეეთერში განვაცხადე, ირაკლი ლეკვინაძის მხრიდან ჩემს მიმართ კვლავ ჰქონდა მუქარას ადგილი. ლექვინაძემ მითხრა, რომ არ უნდა გავბედო სასამართლოში სარჩელის შეტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბოტანიკურ ბაღში შევა აუდიტი, მიპოვნიან მსხვილ დარღვევებს და პროკურატურას გადაეცემა ჩემი საქმე. ამის მიუხედავად გადავწყვიტე, რომ სასამართლოში სარჩელი შევიტანო და დავადგინო, რამდენად კანონზომიერად მოხდა ჩემი თანამდებობიდან გათავისუფლება", - განაცხადა ნინო გოცაძემ.

 

როგორც ნინო გოცაძის ადვოკატი როინ ხიჯაკაძე განმარტავს, მათი მთავარი მიზანია ნინო გოცაძე დაბრუნდეს ბოტანიკური ბაღის დირექტორის პოზიციაზე და ირაკლი ლექვინაძემ დატოვოს თბილისის მერის მაოდგილის თანამდებობა.

 

„ირაკლი ლექვინაძის ქმედება, რომელიც მან განახორციელა თავის საკურატორო სფეროში შემავალ ორგანიზაციაში, შეიცავს არამარტო საჯარო მოხელის მიერ სამართლებრივი რეგულირების ფარგლების გადაცილებას, არამედ იგი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.  მან უკანონო გზებით, უკანონო მიზნების მიღწევისათვის, აიძულა საჯარო მოხელე, რომ დაეტოვებინა თანამდებობა პირადი განცხადებით.

 

ჩვენი მიზანია, აღვადგინოთ ქალბატონი ნინო ბოტანიკური ბაღის დირექტორად და ირაკლი ლექვინაძემ დატოვოს თბილისის მერის მოადგილის თანამდებობა", - განაცხადა როინ ხიჯაკაძემ.



 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016