მამა ელიზბარი (დიაკონიძე)გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში ხელისუფლებას და სასულიერო პირებს აკრიტიკებს. მამა ელიზბარი მიიჩნევს, რომ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდება.
„პატრიარქი მოხუცდა და თავი დავანებოთ. დანარჩენები? ისე ვარ გამწარებული... გამოვიდნენ მედიასაშუალებები და თქვან ყველაფერი, რაც ხდება ქვეყანაში. დავით გურამიშვილის სიტყვებს გაგახსენებთ: „დადედლებულნი შიშისგან, აღარ ვარგოდნენ მამლადა“.
ხმამაღლა საუბარი კი არა, საკუთარი ლანდის, საკუთარი ჩრდილის ეშინიათ. მე უკვე უარს ვამბობ ასეთ საქართველოს მოქალაქეობაზე. შევიტანე საბუთები. ველოდები დადებით პასუხს. მე არ მინდა ვიყო იმ ქვეყნის მოქალაქე,რომელიც ნაგვის ბუნკერს მაგონებს.მე მაქვს უფლება, არ ვიცხოვრო ნაგვის ბუნკერში. ვგულისხმობ ყველაფერს, მოყოლებული ეკლესიიდან. არ არსებობს სიწმინდე, რომელიც საქართველოში მოქმედია. ქვეყნაში ხალხი სუნთქავს მყრალ ჰაერს, რომელიც შეგინებულია. ერთი ადამიანი ვერ ვნახე, ვინც გვერდით დამიდგება, სამშობლოსთვის თავგანწირვის სურვილი ვერ დავინახე. ამ გეგმებზე ხელი არ ჩამიქნევია და მალე განვახორციელებ. უბრალოდ ცოტა ხანი თავის გარიდება ვარჩიე“,- აცხადებს მამა ელიზბარი.
წყარო: კვირის ქრონიკა