reportiori.ge - დეკანოზი გრიგოლი: დღეს ირინა ენუქიძე ცოცხალი რომ იყოს, მარგველაშვილს სილას გააწნავდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:26
პრეს-დაიჯესტი
დეკანოზი გრიგოლი: დღეს ირინა ენუქიძე ცოცხალი რომ იყოს, მარგველაშვილს სილას გააწნავდა
ავტორი:
29 დეკემბერი, 2015. 21:32


 

„სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის გვერდით ბევრი მოღალატე აღმოჩნდა და აღშფოთებული და საშინლად შეურაცხყოფილი ვარ, რომ დღეს ეს მოღალატეები თამარ მეფის ორდენებს არიგებენ", - აღნიშნული განცხადება დეკანოზმა გრიგოლმა (გოგიჩაძემ) „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში გააკეთა. დეკანოზი აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილს უფლება არ აქვს  ირინა ენუქიძეს თამარ მეფის ორდენით აჯილდოვებდეს.


„ვაპროტესტებ და ვაცხადებ, რომ მარგველაშვილს, რომელმაც ბატონ ბიძინას უღალატა, უფლება არ აქვს, ვინმე და მითუმტეს, ირინა ენუქიძე თამარ მეფის ორდენით დააჯილდოვოს. ირინა ენუქიძე ჩემი სულიერი შვილი იყო, მებრძოლი შვილმკვდარი დედა. დღეს ის ცოცხალი რომ ყოფილიყო მარგველაშვილს სილას გააწნავდა და მოღალატისგან ჯილდოს არ მიიღებდა.

 

მარგველაშვილმა, ირაკლი ალასანიამ და კიდევ სხვა მოღალატეებმა არამარტო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, არამედ ქვეყნის არჩევანს, საზოგადოებას უღალატეს და დღეს თავიანთი მოქმედებით აძლიერებენ და ხელს უწყობენ მტარვალ ნაციონალებს", - განაცხადა დეკანოზმა.

 

 

წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016