reportiori.ge - მიხეილ ცაგარელი: კარგი იქნება, თუ მეკვლედ ავირჩევთ ისეთ პიროვნებას, რომელიც ოჯახში უფრო იღბლიანია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:40
პრეს-დაიჯესტი
მიხეილ ცაგარელი: კარგი იქნება, თუ მეკვლედ ავირჩევთ ისეთ პიროვნებას, რომელიც ოჯახში უფრო იღბლიანია
ავტორი:
29 დეკემბერი, 2015. 23:00



ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საახალწლო რიტუალებზე საუბრობს და განმარტავს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ახალი წლის ღამეს:


„მნიშვნელოვანი რიტუალი უკავშირდება სანთლებს: რადგანაც წლის ძირითადი ნიშნები არის ორი და ცხრა, ცხრა შეიძლება სანთლისთვის ბევრია, მაგრამ ორი წითელი ფერის სანთელი რომ გვქონდეს, კარგი იქნება. თუ წითელს ვერ ვიშოვით, მაშინ ყვითელი ფერის სანთლები დავალაგოთ გვერდიგვერდ, ავანთოთ და ახალი წლის დადგომამდე 15 წუთით ადრე, წინა წელიწადს მადლობა გადავუხადოთ და ყველა სახის პრობლემები, დარდები მომენტალურად გააყოლეთ ამ წინა წელს. ხოლო როგორც კი ახალი წელი დადგება, აქ უკვე ანთებულ სანთელს აუცილებლად ჩაუთქვით, რა გინდათ, რომ მოხდეს მომავალ წელს. კიდევ აღვნიშნოთ ის, რომ წელს მეკვლის ინსტიტუტი მნიშვნელოვანია. კარგი იქნება, თუ მეკვლედ ავირჩევთ ისეთ პიროვნებას, რომელიც ოჯახში უფრო იღბლიანია, ან ასეთი პიროვნება შეიძლება სანათესაოსა და მეგობრებშიც ავირჩიოთ. ამ პიროვნებამ ოჯახში უნდა მოიტანოს სამი რამ: ერთი ცალი მანდარინი, ერთი ცალი ბანანი და ერთი ცალი ფორთოხალი. დანა არ უნდა გამოვაჩინოთ მასთან მიმართებაში, მან ეს ყველაფერი ოჯახში უნდა შეიტანოს, თავისი ხელით გაფცქვნას და აუცილებლად მიართვას, აჭამოს ოჯახის ყველა წევრს და არავითარ შემთხვევაში - სტუმრებს, რადგან სტუმრები წაიღებენ ჩვენს იღბალს. დანა იმიტომ არა, რომ ის, ასევე, იღბლის წამღებია ახალი წლის ღამეს. ამასთანავე, რასაც მეკვლე ოჯახში შეიტანს, ის არ უნდა აირიოს სხვა ამდაგვარ პროდუქტებთან ერთად. ერთადერთი, რაც მაგიდაზე არ უნდა იყოს, ეს არის ცხვრის ხორცი. რაც შეეხება სხვა მომენტებს: ახალ წელს ვიმხიარულოთ, მაიმუნს იუმორი უყვარს და შეგვიძლია, იუმორისტული სკეტჩებით, თამაშებით გავერთოთ", - განაცხადა ცაგარელმა.

 

 

 

(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)

 

 

წყარო:   „კვირის ქრონიკა"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016