„კაცი წავიდა უმაღლესი თანამდებობიდან და არ მოისურვებს სხვა უფრო დაბალი რანგის პოლიტიკურ თანამდებობას", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის სამომალო გეგმებზე საუბრისას აცხადებს. როგორც ივანიშვილმა „20/30"-ის ეთერში საუბრისას განმარტა, ირაკლი ღარიბაშვილს ამ ეტაპზე დასვენება სურს, შემდეგ კი თავად გადაწყვეტს რა მიმართულებით გააგრძელოს საქმიანობა. ივანიშვილის თქმით, მისი კარი ღარიბაშვილისთვის ყოველთვის ღია იქნება.
„ეროვნული ბანკის რპეზიდენტობა არასწორია და საერთოდ კაცი წავიდა უმაღლესი თანამდებობიდან და არ მოისურვებს სხვა უფრო დაბალი რანგის პოლიტიკურ თანამდებობას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მას არაფერი გაუფუჭებია, რომ უფრო დაბალი რანგის თანამდებობა მიიღოს. ის იყო მთავრობის მეთაური და ჩემი აზრით, ყველაზე მეტი უფლებები მთავრობის მეთაურს აქვს დღეს. რა თქმა უნდა, ის არ აპირებს არცერთი პოლიტიკური თანამდებობა მიიღოს გუნდში. მან ჩემთან საუბარშიც და საჯაროდაც იგივე თქვა, რომ უნდა დაისვენოს. ირაკლი თავდაუზოგადავ მოღვაწეობდა ამ ხნის განმავლობაში. ახალგაზრდაა, ენერგიულია და ამას ახერხებდა. მაგრამ, მან განაცხადა, რომ დაისვენებს და მოფიიქრებს. რა თქმა უნდა, მას ექნება ბევრი წინადადებები. ჩემი მხრიდან კი ჩემი კარი მუდამ ღია იქნება. მუდამ შეუძლია ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ჩემი შესაძლებლობები გამოიყენოს ისე, როგორც საკუთარი. ჩვენ ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა, ახლაც ასეა და ასე იქნება მომავალშიც", - განაცხადა ივანიშვილმა.