reportiori.ge - ბიძინა ივანიშვილი: გიორგი კვირიკაშვილი საკადრო ცვლილებებს ვერ აცდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 10:35
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: გიორგი კვირიკაშვილი საკადრო ცვლილებებს ვერ აცდება
ავტორი:
31 დეკემბერი, 2015. 11:37


გიორგი კვირიკაშვილი საკადრო ცვლილებებს ვერ აცდება", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა „20/30"-ის ეთერში საუბრისას განაცხადა და აქვე დასძინა, რომ როდის და რა რაოდენობით განხორციელდება ცვლილებები, ეს თავად პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია.


„გიორგი კვირიკაშვილმა კარგი განმარტება გააკეთა თვითონ, საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით, რომ ის იყო ამ გუნდის წევრი, მას გაუჩნდა სურვილი, რომ ახალი თანამდებობიდან შეაფასოს გუნდი და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოს გადახალისება. თვითონ ის, რომ ცვლილებები არ მომხდარა პროცესში, არ მომხდარა სასწრაფოდ და მყისიერად, კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იყო წარმატებული პრემიერ-მინისტრი და გუნდი ძირითადად სწორად იყო დაკომპლექტებული. თუმცა, გუნდი საჭიროებს კორექტირებას, ყოველთვის უნდა გავყვეთ განვითარებას. დიალექტიკა ამას მოითხოვს. ცვლილებები ეს პროცესია, ამ პროცესს ვერ აცდება კვირიკაშვილი და მასაც მოუწევს გუნდის განახლება. რა რაოდენობით და როდის, ეს მისი გადასაწყვეტია", - აღნიშნა ივანიშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016