reportiori.ge - ბიძინა ივანიშვილი: კოალიცია ერთად თუ ცალ-ცალკე "განწირულია" არჩევნების მოგებისთვის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 06:12
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: კოალიცია ერთად თუ ცალ-ცალკე "განწირულია" არჩევნების მოგებისთვის
ავტორი:
30 დეკემბერი, 2015. 22:50


„კოალიცია ერთად თუ ცალ-ცალკე "განწირულია" მოგებისთვის და ამ არჩევნებს დიდი ანგარიშითაც მოიგებს",  - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „20/30"-ის ეთერში საუბრისას განაცხადა და აქვე დასძინა, რომ არავითარი არგუმენტი კოალიციის დაშლისა არ არსებობს.

 

„დღეს ვერავითარ არგუმენტს ვერ ვხედავ იმის, რომ კოალიცია დაიშალოს. ამის აუცილებლობა არ არის. თეორიულად, ასეც თუ მოხდება, ამაში არავითარი დრამატიზება არ იქნება. ყველა შემთხვევაში და ყველანაირად, კოალიცია და კოალიციაში შემავალი ძალები არიან ყველაზე პროგრესულები და საზოგადოებას მათ ეს დაუმტკიცეს. დიდი ალბათობით კოალიცია შენარჩუნდება, თუმცა თუ დაიშლება, ამაში ვერაფერ დრამატულს ვერ ვხედავ. დაშლის შემთხვევაშიც, ძირითადი მოთამაშე კოალიციაში შემავალი ძალები იქნებიან და მიიღებენ ამომრჩევლების ძირითად ხმას. კოალიცია ერთად თუ ცალ-ცალკე "განწირულია" მოგებისთვის და ამ არჩევნებს დიდი ანგარიშითაც მოიგებს", - განაცხადა ივანიშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016