reportiori.ge - გიორგი მღებრიშვილი: იყო პოლიციელი, უკვე ნიშნავს გმირობას
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 12:56
სამართალი
გიორგი მღებრიშვილი: იყო პოლიციელი, უკვე ნიშნავს გმირობას
ავტორი:
31 დეკემბერი, 2015. 12:50



შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტისა და დანაყოფის თანამშრომლებს შეხვდა.

მინისტრმა პოლიციელები სამსახურებრივი მოვალეობის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის, პროფესიონალიზმისა და თავდადებისთვის დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონიის დაწყებამდე, გიორგი მღებრიშვილმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო 30 დეკემბერს, თელავში მომხდარი შემთხვევის დროს გარდაცვლილი პოლიციის კაპიტნის გელა ლამაზოშვილის და პოლიციის ინსპექტორის, სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების თანამშრომლის მაია ჯავახიშვილის ხსოვნას.



შს მინისტრმა პოლიციელებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და სიტყვით მიმართა.



უკანასკნელი პერიოდის მანძილზე ყველამ დაინახა, რა რთულია იყო პოლიციელი, დღენიადაგ იდგე შენი ქვეყნის მაცხოვრებლების უსაფრთხოების სადარჯოზე და ყოველთვის მზად იყო, ამ მიზანს შენი სიცოცხლეც კი შესწირო. ამიტომაა, რომ ბევრ ქვეყანაში - იყო პოლიციელი, უკვე ნიშნავს გმირობას. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ამ სულისკვეთებითაა გაჯერებული ჩვენი სისტემა და ეს ადამიანები უფრო მეტ პატივისცემასა და თანადგომას იმსახურებენ. დღეს აქ ჩვენი პოლიციელების მხოლოდ მცირე ნაწილია წარმოდგენილი. სინამდვილეში თქვენ ბევრად მეტნი ხართ - ადამიანები, რომლებიც ყოველ წამს, დღე და ღამე, დარსა და ავდარში - ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე დგახართ," - მიმართა გიორგი მღებრიშვილმა სამართალდამცავი სისტემის წარმომადგენლებს.



მედლებით მამაცობისთვის შინაგან საქმეთა მინისტრმა 12 პოლიციელი დააჯილდოვა: პოლიციის კაპიტანი იოსებ წეველიძე, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი ელიზბარ პატარკაციშვილი, პატრულ-ინსპექტორი გიორგი ბუკია, მაშველი კობა ტერტერაშვილი, მესაზღვრე გიორგი ინასარიძე, პოლიციის კაპიტანი მაია ფელიშვილი და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები: ავთანდილ ებანოიძე, დავით ჭანტურია, გიორგი კოპალიანი, ბექა ბურდული, თეიმურაზ ასანიძე და კობა ჭულუხაძე.


ამასთან, გიორგი მღებრიშვილმა სამინისტროს 57 თანამშრომელს მადლობის სიგელები გადასცა.



მინდა დღეს, წლის მიწურულს, ასევე გადაგიხადოთ განსაკუთრებული მადლობა ამ დარბაზში მსხდომთ გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და თავდადებული სამსახურისთვის", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.



შს მინისტრმა პოლიციელებს წარმატება უსურვა და მათ ყოველდღიურ საქმიანობაში მხარდაჭერა აღუთქვა.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016