reportiori.ge - საახალწლო სამზადისი ოქიტაშვილების სახლში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:37
პრეს-დაიჯესტი
საახალწლო სამზადისი ოქიტაშვილების სახლში
ავტორი:
02 იანვარი, 2016. 13:00



ვინ არის დავით ოქიტაშვილის მეკვლე უკვე 20 წელია?


ოქიტაშვილებისთვის ახალი წლის ერთად შეხვედრა უკვე წლების ტრადიციაა. დავით ოქიტაშვილი, მისი მეუღლე და ქალიშვილები - ლიზა და თამარ ოქიტაშვილები ყოველ ახალ წელს სახლში ხვდებიან, მერე კი ბებიებთან და ბაბუებთან სტუმრობის დრო დგება. დათო გვიყვება, რომ ახალ წელს ქუჩაში მხოლოდ ერთხელ, ღონისძიების დაგეგმვისას შეხვდა და მას მერე დაიფიცა, ეს არასდროს გაიმეოროს. ამბობს, რომ ამით მთელი წელი გარეთ ყოფნა დაებედა.


წელს ნაძვის ხე სულ მთლიანად თავისი გემოვნებით ოჯახის ყველაზე პატარა წევრმა - 4 წლის ლიზამ მორთო. დათო ფიქრობს, რომ პატარა შვილს ეს საქმე ძალიან კარგად გამოსდის, ამიტომ შესაძლოა, ესეც ტრადიციად ჩამოყალიბდეს. უკვე 20 წელია, ერთი და იგივე მეკვლე ჰყავთ - ქალბატონი, რომელიც დათოს მეუღლეს სახლის საქმეებში ეხმარება. დათო ამბობს, რომ ნატაშა საოცრად კეთილი და თბილი ადამიანია.


ამ სახლში სტუმრები არა მხოლოდ დღესასწაულებზე, არამედ ყოველდღე დადიან. დათო გვიყვება, რომ მასთან სახლში მეგობრები მაშინაც ადიან და ძალიან კარგ დროსაც ატარებენ, როცა თავად მასპინძელი სახლში არ არის. სტუმრად წასვლას სტუმრების მიღება ურჩევნია. ამბობს, რომ  სახლში სულ ეჩქარება, რადგან აქ თავს ყველაზე თავისუფლად გრძნობს.


ბაზარში სიარულს თავად ამჯობინებს, დათოს ადამიანებთან ურთიერთობა უყვარს. მოსწონს, როდესაც მის მიმართ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავენ. ხან საჩუქრებსაც იღებს. ერთხელ უფროსმა ქალიშვილმა შენიშვნა მისცა - ეს ხალხი წვალობს, შენ კი უფასოდ მოგაქვს რაღაცებიო, ამიტომ გადაწყვიტა, საჩუქრები ეუარა.

 

„რამდენჯერმე უარი ვთქვი და ერთ-ერთის ნათქვამი - რა იყო, ჩვენს ნაჩუქარს არ კადრულობთო? - ისე ჩამრჩა გულში, მას მერე საჩუქარზე უარს აღარ ვამბობ.“





















წყარო: funtime.ge


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016