reportiori.ge - „მიკროსაფინანსოები სესხებს ამტკიცებენ ნებისმიერ პირზე, არ აქვს მნიშვნელობა ის მუშაობს თუ არა“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:27
პრეს-დაიჯესტი
„მიკროსაფინანსოები სესხებს ამტკიცებენ ნებისმიერ პირზე, არ აქვს მნიშვნელობა ის მუშაობს თუ არა“
ავტორი:
05 იანვარი, 2016. 13:02


„შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ონლაინკრედიტები და ესემესსესხები კონკრეტული რეგულაციებით არ რეგულირდება", - ამ განცხადებას „ახალგაზრდა ადვოკატების" დამფუძნებელი მარიკა არევაძე გაზეთ „ალიასთან" ინტერვიუში აკეთებს:



„ვფიქრობ, ეს გარკვეულ ხარვეზებს ქმნის პრაქტიკულ საქმიანობაში, რაც საბოლოო ჯამში, თვითონ მსესხებელზე, პროდუქტის მომხმარებელზე აისახება. დავიწყოთ იქიდან, რომ ძალიან მარტივად, ინფორმაციის გადაუმოწმებლად ხდება სესხის გაცემა. სესხი შეიძლება დამტკიცდეს ნებისმიერ პირზე, არ აქვს მნიშვნელობა ის მუშაობს თუ არა, ანუ, არის თუ არა გადამხდელუნარიანი ამის შემოწმება არ ხდება. ეს განაპირობებს იმას, რომ ამ ფორმით გაცემული სესხები პრაქტიკულად მაღალი რისკის მატერიალურ აქტივებს განეკუთვნება და სესხის გამცემი კომპანია, თავის მხრივ, მაღალი რისკის წინაშე დგას. ამის გამო, ისინი, სავარაუდოდ, თავის დაზღვევის მიზნით, იყენებენ საკმაოდ მაღალ საპროცენტო განაკვეთს და გადამხდელუნარიანი მსესხებლებისგან იღებენ ძალიან დიდ თანხებს. აუცილებლად შესამოწმებელია, რამდენად ჯდება ამხელა საპროცენტო განაკვეთები კანონმდებლობის ფარგლებში...", - ამბობს მარიკა არევაძე.



წყარო: ალია


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016